ავტორი:

Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებში iPad-ის უახლეს მოდელებზე წინასწარი შესყიდვები იწყება

Apple-ის ოფიციალურ მაღაზიებში iPad-ის უახლეს მოდელებზე წინასწარი შესყიდვები იწყება

Apple-ის მოყვარულებს შესაძლებლობა ეძლევათ უახლესი iPad-ები წინასწარ შეუკვეთონ და ბაზარზე გამოსვლამდე შეიძინონ. კომპანიის ოფიციალური რესელერები წინასწარ გაყიდვებს იწყებენ.

Apple-მა მისი უახლესი პროდუქტები, მსოფლიოს რამდენიმე დღის წინ დისტანციურად გააცნო. დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, კომპანიამ ახალი ინოვაციური და განახლებული iPad Air და მე-8 თაობის iPad-ი წარადგინა.

ინოვაციური, მე-8 თაობის iPad-ი უფრო მძლავრია. iPad OS-ის მეშვეობით ის შეუცვლელი მოწყობილობა გახდა როგორც სწავლისთვის, ასევე გასართობი საქმიანობისთვის. რაც შეეხება iPad Air-ს, მას გააჩნია Apple-ის უახლესი A14 Bionic პროცესორი, რაც მას ლეპტოპზე უფრო მძლავრს ხდის და შესანიშნავია პროფესიონალური გრაფიკის და ვიდეო სამუშაოებისთვის.

საქართველოში Apple-ის ოფიციალური რესელერები, ახალი თაობის iPad-ის შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღებას 25 სექტემბრიდან იწყებენ. პროდუქციის რაოდენობა შეზღუდულია. ახალი iPad-ის შეძენა შესაძლებელია განვადებით. წინასწარი შეკვეთა კი Apple-ის ოფიციალური პარტნიორების ვებ გვერდებზე შეგიძლიათ:

iSpace (Apple Premium Reseller), Alta, iPlus, iTechnics, iStore.

iPad Air-ის გაყიდვები ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში მოგვიანებით დაიწყება.

R

„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ!

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

ახალი პროდუქტი „შუშხუნა ბაკურიანი“ - ხალისიანი შეგრძნებებისთვის!