ავტორი:

"მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს, პანიკა მიტევს... ლევანი უფრო კარგადაა" - როგორია ინფიცირებული დეპუტატისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

"მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს, პანიკა მიტევს... ლევანი უფრო კარგადაა" - როგორია ინფიცირებული დეპუტატისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ბოჭორიშვილის კლინიკაში მეუღლესთან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად მკურნალობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"ძნელია წერა, როცა რაღაც მეხდაცემული ხესავით გრძნობ თავს. გაჩხერილი ვარ. არც იქით, არც აქეთ. მთელი ღამე მეჩვენებოდა, რომ ოთახი პატარავდება. რატომ გავიჭედე? ენერგია ნული, მინუს უსასრულობა.

გუშინ ღამე ისევ იყო ეს შეტევა: ოფლი სახეზე, უჰაერობა, გულისერევა და პანიკური შიში. მაგ დროს ჰაერი უბრალოდ არაა. შემდეგ გჭირდება ჟანგბადი, ფეხები მაღლა უნდა აწიო, დაუძახო ექთნებს და უბრალოდ პანიკას არ აყვე. არ აყვე. არ აყვე.

ეს ალბათ უკვე ვირუსი აღარაა. უფრო პანიკა მიტევს. დღეს ვწევარ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ არ მაქვს 1 გრამი ძალა. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი ჩემი იმუნიტეტის გამო ხდება, რომლის აღდგენა მშობიარობის შემდეგ ვერ მოვასწარი. ლევანი უფრო კარგადაა... ტესტები გაგვიკეთეს, ველოდებით პასუხებს. მიყვარხართ" - წერს ვიკა ბუკია.

"უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითი! მორჩა" - ვიკა ბუკიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა კორონავირუსი დაამარცხეს

"გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა... მამას, რომელსაც გულის პრობლემები აქვს, დახმარება გაუწიეს" - რას წერს მოქალაქე კახეთის საპატრულო პოლიციაზე

"ცალკეული პირები ცდილობენ ტენდენციურად და მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოაჩინონ სიტუაცია" - რას წერს თენგიზ ცერცვაძე