ავტორი:

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

"ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი პოლიტიკაში წასვლაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი პოლიტიკაში მიდის. ტელეწამყვანი ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანების "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

როგორც "მთავართან" საუბარში ჟორჟოლიანი ამბობს, სურს, რომ ადამიანების იმედი იყოს.

"დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია.

მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე.

მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი "მთავართან"

ტელეკომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება "მთავარ არხზე" და კვლავ გააგრძელებს გადაცემას "სხვა ნანუკა".

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ ნანუკას სხვა ტიპის ენერგია აქვს, ვიდრე ბატონ დევის" - ნანუკა ჟორჟოლიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"