ავტორი:

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4399-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 62 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1705-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5390 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 640-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, 4399 გახდა ინფიცირებულების რიცხვი. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1705 გახდა, 62 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში 43 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 ქუთაისია, 3 - წყალტუბო, თერჯოლა და საჩხერეში თითო პაციენტია ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში - 1, მარნეულში - 1, მცხეთაში -1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

"თუ ტაქსის მძღოლების მხრიდან ცუდ ქცევას არ ექნება ადგილი, შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას" - ნათია მეზვრიშვილი

ალეკო, ლევანი და უკვე ობამაც გისმენთ !

"ბაღებში მეტი რისკია - რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ" - ნათია მეზვრიშვილი