ავტორი:

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა - "ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი"

კახეთში 3 თვის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა - "ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი"

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 3 თვის ჩვილია. ის ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლის შიოშვილის თქმით, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, მათ შორის ჩვილის ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

შიოშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. თუმცა პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს და ტესტირებას.

ამ დროისთვის, კახეთში covid 19 ის 39 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

საქართველოში კორონავირუსისგან 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - განახლებული მონაცემები