ავტორი:

როგორ მივიღოთ წიგნის ონლაინ ფესტივალში მონაწილეობა? - სიახლეები, რომელიც 25-27 სექტემბერს გველოდება

როგორ მივიღოთ წიგნის ონლაინ ფესტივალში მონაწილეობა? - სიახლეები, რომელიც 25-27 სექტემბერს გველოდება

მალე წიგნის მოყვარულთა დღესასწაული იწყება: 25-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ-რეჟიმში გაიმართება და ასობით წიგნზე განსაკუთრებულ პირობებს შემოგვთავაზებს.

პანდემიის გამო, ფესტივალი ონლაინ ფორმატში უკვე მეორედ იმართება, თუმცა როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ეს წიგნის მოყვარულებს ხელს არ შეუშლის, სასურველი ლიტერატურა ფასდაკლებით შეიძინონ.

ფესტივალის ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის „ფეისბუქ“-გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

კონკრეტულად, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ამის შესახებ ონლაინ მაღაზია www.readersland.ge-ის წარმომადგენელს ვესაუბრეთ:

უკვე მეორედ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რა სიახლეებს უნდა ელოდონ წიგნის მოყვარულები?

მოუთმენლად ველოდით ჩვენ მკითხველთან პირისპირ შეხვედრას, თუმცა არსებულმა მდგომარეობამ სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მოგვცა. ვებ-გვერდი www.readersland.ge როგორც ყოველთვის, ახლაც განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს წიგნის მოყვარულებს. ჩვენი პარტნიორია გამომცელობა „პალიტრა L“,რომელმაც ფესტივალისთვის ბევრი საინტერესო სიახლე მოგვიმზადა და ასევე, ბესტსელერებზე დიდი ფასდაკლებით გაგვანებივრა, რომელსაც ფესტივალის ვიზიტორები თავად იხილავენ.

საინტერესოა, რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი იქნება ფესტივალზე?

ფესტივალზე www.readersland.ge წარმოდგენილი იქნება ყველა ჟანრის ლიტერატურით: საბავშვო-საყმაწვილო, შემეცნებითი, მხატვრული ლიტერატურა, ქართველი კლასიკოსები, ლიტერატურა თინეიჯერებისთვის, სერია: „ლიბერთინსი“ და „ლიბერქიდსი“; ასევე, ბიზნესლიტერატატურა.

როგორ შეგვიძლია ფესტივალში მონაწილეობის მიღება?

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, 25 სექტემბრიდან შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს www.readersland.ge და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნები, იმისთვის, რომ საყიდელი წიგნების სია მარტივად ჩამოწეროთ და წიგნის დღესასწაულს მომზადებულები შეხვდეთ. კატალოგის ნახვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი.

როგორ ხდება შეძენილი წიგნების მიწოდება?

წიგნების მიწოდებაშესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება საკურიერო მომსახურების საფასურს, მისი ღირებულება თბილისში 5 ლარია, ხოლო რეგიონებში - 6 ლარი. 50 ლარისა და მეტი ღირებულების პროდუქციის შენაძენზე კი მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

ასე რომ მოემზადეთ ლიტერატურაში სამოგზაუროდ, დიდი ფასდაკლებით, საუკეთესო წიგნების შესაძენად.

სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი ლიტერატურა - სერიის პირველი წიგნი "მეფრინველეობა"

ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?