ავტორი:

რა შეიძლება შეცვალოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაში ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა?

რა შეიძლება შეცვალოს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაში ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც.

„საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ადგილი ჰქონდა ინციდენტებს დავით გარეჯში. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ერთობლივი კომისიის ფარგლებში. განახლდა თავად კომისიის შემადგენლობაც. პანდემიის გამო კომისიის შეხვედრები შეფერხდა, თუმცა, მისი მუშაობა არ შეჩერებულა. ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე",- განაცხადა ზალკალიანმა.

ასევე ნახეთ: ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია

"ეს არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”