ავტორი:

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

"მინდა გავიგო, როგორ ხართ, რას ფიქრობთ" - ბარაკ ობამამ ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, SMS-ები მისწერონ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამერიკის მოქალაქეებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა და ამ მიზნით, საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა. ობამამ მოქალაქეებს სთხოვა, რომ წერილები მიეწერათ და მოეყოლათ თუ რას ფიქრობენ.

"კარგით, მოდით, ვცადოთ რაიმე ახალი. თუ თქვენ ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომწერეთ ნომერზე - 773-365-9687 - მსურს, მოვისმინო როგორ ხართ, რას ფიქრობთ და როგორ აპირებთ ხმის მიცემას ამ წელს არჩევნებში. დროდადრო მეც ვიქნები კონტაქტზე და ჩემს აზრს გაგიზიარებთ“, - დაწერა ობამამ "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

All right, let's try something new. If you’re in the United States, send me a text at 773-365-9687 — I want to hear how you're doing, what's on your mind, and how you're planning on voting this year.

I'll be in touch from time to time to share what's on my mind, too. pic.twitter.com/NX91bSqbtG
— Barack Obama (@BarackObama) September 23, 2020

როგორც "ფოქსნიუსი“ წერს, სავარაუდოდ, ეს არ არის ობამას პერსონალური ნომერი, თუმცა საგულისხმოა, რომ მას აქვს ჩიკაგოს კოდი. ობამები 2008 წლამდე, სანამ ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდებოდა, სწორედ ჩიკაგოში ცხოვრობდნენ.

იგივე ნომერი ობამამ "ინსტაგრამის“ 32-მილიონ მიმდევარსაც გაუზიარა და იგივე თხოვნით მათაც მიმართა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების ლიდერი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.

როგორ ეხმაურებიან მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში, თურქეთსა და ევროპაში

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი