ავტორი:

"ეს არსაიდან მოსული ხომ უნდა აცხონო ახლა" - რუსუდან შარაძის რეაქცია, როდესაც ილო ბეროშვილმა ყველაზე ცუდ ქართველად გურამ შარაძე დაასახელა

"ეს არსაიდან მოსული ხომ უნდა აცხონო ახლა" - რუსუდან შარაძის რეაქცია, როდესაც ილო ბეროშვილმა ყველაზე ცუდ ქართველად გურამ შარაძე დაასახელა

მსახიობსა და ტელეწამყვანს ილო ბეროშვილს "ფორმულას" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო "ფეისბუქზე" აკრიტიკებენ. საქმე იმაშია, რომ ბეროშვილმა გადაცემა "თვითიზოლაციაში" საუბრისას ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი, გურამ შარაძე დაასახელა.

"ყველაზე ცუდი ქართველი ცხონებული გურამ შარაძეა. ბოდიში, მაგრამ ცოცხალ ადამიანზე ვერ ვიტყოდი იმის გამო, რომ ის გარდაცვლილია. თან მძიმე კაცთან ვარ" - აღნიშნა ბეროშვილმა.

მის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე:

"ამ პერიფერიულ იუმორს ვერ ვუძლებ და არცერთ არხზე არ ვუყურებ. მეგობარმა ჩამიგდო ახლა. არსაიდან მოსულ ამ ვიღაც სირთა ბელადს ეკითხებიან, ყველაზე ცუდი ქართველიო და - ცხონებული (!) გურამ შარაძეო. სადაც სამართალია, ხომ უნდა აცხონო ახლა ეს მართლა პიტალო, მაგრამ სადაა სამართლი, მიშას მოაქვს კიევიდან, ვაი!" - წერს შარაძე.

"ინფიცირებისას, ექიმის რჩევის გარეშე, ანტიბიოტიკებისა და სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების მიღება, დაუშვებელია!" - რას გვირჩევს ინფექციონისტი თუ კორონავირუსს შინ ვებრძვით

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება

რამდენი საწოლია თავისუფალი კოვიდპაციენტებისთვის კლინიკებში - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე