ავტორი:

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS წერს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინის ნომინაციაზე წარდგენის იდეა კრემლისგან არ მოდის.

სააგენტოს ცნობით, ეს არის რუს საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფის ინიციატივა, რომელსაც მწერალი სერგეი კომკოვი ხელმძღვანელობს.

"თუ ამ ჯილდოს გადასცემენ, შესანიშნავი იქნება" - ამბობს პუტინის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი

"ამ ჯილდოზე აბსოლუტურად განსხვავებული ხალხია წარდგენილი. ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტი წარადგინა მწერალმა კომკოვმა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას და პუტინს დააჯილდოვებენ, შესანიშნავი იქნება და თუ არა, რა თქმა უნდა, პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დმიტრი პესკოვმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც.

მარსის ზედაპირის ქვეშ მეცნიერებმა ტბები აღმოაჩინეს - ვარაუდობენ, რომ იქ უკიდურესად მარილიანი წყალი უნდა იყოს

"ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, შესაძლოა, რუსული "სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ" - რას ამბობს რუსი პოლიტიკოსი, სერგეი მირონოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე

თომას დე ვაალი: "ბაქომ იფიქრა, რომ მსოფლიო ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებსო და "ბლიცკრიგისთვის" სასურველი მომენტი შეარჩია"