ავტორი:

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ BBC წერს და დიქტატორული რეჟიმის ლიდერის მხრიდან მობოდიშებას "იშვიათ შემთხვევას" უწოდებს. გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინის ბოდიშის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინმა თავის სამხრეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი

"ბატონი კიმი თავის წერილში ამბობს, რომ ძალინ წუხს ბატონი მუნის იმედგაცრუების გამო“, - იუწყება სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap.

ცნობისთვის, ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემდეგ დაწვეს. ოფიციალური სეულის ცნობით, მამაკაცი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, საპატრულო გემიდან გაქრა და მოგვიანებით, მისი ნაწილობრივ დამწვარი სხეული ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამ დასკვნამდე შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა და გასულ ორშაბათს დაიკარგა.

მედიაში წერენ, რომ ყოველივე ანტიკორონავირუსული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა და მამაკაცი ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა იმის გამო მოკლეს, რომ მისგან კორონავირუსი არავის გადასდებოდა.

ავიაკატასტროფა უკრაინაში - ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან 25 დაიღუპა

"ეფექტური ვაქცინის გამოყენებამდე კორონავირუსმა, შესაძლოა, 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს" - ჯანმო-ს წარმომადგენელი

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება