ავტორი:

კახეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავებულია 11 პირი

კახეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა - დაშავებულია 11 პირი

კახეთში ავარიის დროს 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ყვარელი - თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მიკროავტობუსი ბოგირს შეეჯახა და ამობრუნდა. შედეგად, ტრანსპორტში მყოფებმა, რომლებიც რთველში სამუშაოდ მიდიოდნენ, სხვადასხვა დაიზანებები მიიღეს.

8 დაშავებული თელავის რეფერალურ სავადმყოფოშია მოთავსებული. 2 მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ექიმის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში გაჩენილ ხანძრს 15 მეხანძრე-მაშველი აქრობს

სიღნაღში მამაკაცი ვენახში არსებული საყარაულო შენობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

"ჩემი ორი თოჯინა, როგორ უნდა ვიყო უთქვენოდ" - ვინ არიან კაჭრეთში ავარიის შედეგად გარდაცვლილი გოგონები