ავტორი:

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი ბატონო მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურებიო, აი ბატონო მიზეზი" - როგორ ცხოვრობს სოფელში გადასვლის შემდეგ ყოფილი დეპუტატი მარიამ საჯაია

მარიამ საჯაია 2018 წელს საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა. ყოფილი პარლამენტარი იქ შვილთან და მეუღლესთან, ზურა ქავთარაძესთან ერთად ცხოვრობს. მარიამმა მაშინვე საკუთარი პროექტით, სახლის აშენება დაიწყო.

"არემარე", როგორც მას მარიამი უწოდებს, ახლა უკვე ტურისტებსაც კი მასპინძლობს. სოფელში გადაბარგებული ექსდეპუტატი მისი ცხოვრების შეცვლილ სტილზე ხშირად წერს და მუხრანიდან მეგობრებს ფოტოებსაც უზიარებს:

"რომ მხვდებით და მეუბნებით, რა კარგად გამოიყურები, როგორ გახდი, ლამაზი ხარო, აი, ბატონო მიზეზი, 10 ნაბიჯში და ამ წუთას მოკრეფილი ჯანსაღი, სუფთა და ნატურალური პროდუქტი რომ იშვიათობა (კი არადა თითქმის არარსებული) გახდა, მაგაზე დიდი უცნაურობა და ამავდროულად უგუნურება, ალბათ კაცობრიობას არ ახსოვს... უცოდინრობამ ის მოიტანა, რომ სოფლის ხალხიც კი, სახლისთვის მოყვანილ პროდუქტებს შხამ-ქიმიკატებს ასხამს. არადა მოდის აგერ ეს ოხერი, თავისით, არაფერი რომ არ მიგვიკარებია ისე.

"არათუ შხამქიმიკატი, არც ე.წ. ბიოპრეპარატი მიგვიშხურებია და, შეიძლება ცუდიც ვქენით, მაგრამ მცენარეული ნაყენებიც (ვთქვათ და ჭინჭრის ნაყენი) არ მიგვიცია. არადა თან რო ვჭამთ ათასნაირი შხამით მოწამლულს, თან რატომ გვიკვირს, რომ "რაღაც ვერა ვართ", რაღაც გვაწუხებს, თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს".

"ვენახი ჩვენ არ გვაქვს, რთველი გვაქვს, მარანი ჩვენ არ გვაქვს, ღვინოს ვწურავთ... ცოტა ხნის წინ შაქრის დამართების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი ამ ზამთარს. ახლა უკვე ცეროზის პერსპექტივაც მაქვს...ღვინო ჩემი, არაყი ჩემი, მოდი ზამთარო, რა მენაღვლებოდეს, კასპელი ანამარიც მყავს დაქალი“ - ეს ორი სტატუსი წინა მოწვევის პარლამენტარს, მარიამ საჯაიას ეკუთვნის.

მარიამის ოჯახური ცხოვრება სოფლად გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ოდესღაც საქართველოს პარლამენტში...

გახარიამ ევროკომისარს ინიციატივით მიმართა, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას