ავტორი:

შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონა კლინიკიდან გაწერეს - ემოციური კადრები ადგილიდან

შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონა კლინიკიდან გაწერეს - ემოციური კადრები ადგილიდან

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გუშინ გაწერეს.

თამუნა არღვლიანს კლინიკასთან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

ადგილზე გადაღებულ ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი "სალი სალი" ავრცელებს:

"შატილის საბედისწერო ავრიას გადარჩენილი სამი პაციენტიდან ერთერთი თამუნა თამო არღვლიანი კლინიკიდან დღეს გაწერეს. მადლობა ღმერთო ამ სასწაულისთვის. გილოცავთ ყველა თქვენთაგანს და ყველა სანათესაოს ამ დიდ სიხარულს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიდეოს კომენტირებისას.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საბედისწერო ტურს ცოცხლად გადაურჩენენ: 23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და - მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე

სკოლა "ოპიზას" დაწყებითი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა - სავარაუდო ინფიცირების წყარო ბებიაა

საგარეჯოსა და ყვარლის სოფლებში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა - შსს

კახეთში ჭურვი ვენახში ჩამოვარდა - "მთავარი არხი"