ავტორი:

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების პროცენტული მაჩვენებლი ოდნავ შემცირებულია.

ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარების სტაბილიზაციაზე იმოქმედებს.

„აჭარაში სერიოზული ზრდა 9-10 სექტემბერს იყო, როდესაც 150-160 პროცენტი ყოველდღიური ზრდა გვქონდა. დღეს ეს ტენდენცია ოდნავ შემცირებულია, დაახლოებით 110-111% ყოველდღიური ზრდა არის. სრულად ვერ დაგამშვიდებთ, მაგრამ ეს მხოლოდ მიანიშნებს, რომ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, ამის ტენდენცია გამოჩნდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაწესებულმა შეზღუდვითმა ღონისძიებებმა უნდა იმოქმედოს, თანდათან აჭარაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე კორონავირუსით ინფიცირებულების 65-70% მოდის. როგორც იგი განმარტავს, აჭარის რეგიონში ფიქსირდება შემთხვევბი, როდესაც ინფიცირებულის წყარო უცნობია.

„ამჟამად ყველაზე დიდი გავრცლების მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარის რეგიონზე ახალი შემთხვევების დაახლოებით 65-70% მოდის. აჭარაში გვაქვს ძირითადად გავრცელება. გვაქვს შემთხვევები, სადაც პირველად წყაროზე ვერ გავდივართ“, - განაცხადა ამირან გამყრეძლიძემ.

ჟურნალისტების, კითხვაზე, ინარჩუნებს თუ არა საქართველო „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნების რიგებს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღარ მოხდეს მედიის მხრიდან მწვანე და წითელი ზონებით მანიპულირება, რადგან მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

„ძალიან გთხოვთ, ამ „მწვანე“ და „წითელი“ ზონებით ნუ მანიპულირებთ, ეს მოსახლეობაში გარკვეულ პანიკას იწვევს. საქართველოს აბსოლუტური რიცხვი ინფიცირებულების, ერთ-ერთი დაბალი აქვს ევროპაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოიგიური ვითარების გამო, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი უკვე მთლიანად შეჩერებულია.

193 აჭარაში, თბილისში კი 43 - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება