ავტორი:

"მაინცდამაინც სექტემბერში რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება?! იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?" - რას წერს იურისტი

"მაინცდამაინც სექტემბერში რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება?! იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?" - რას წერს იურისტი

"რატომ მაინცდამაინც სექტემბერში დაიწყო ლარმა გაუფასურება?! იმიტომ ხომ არა რომ სესხების გადახდა დავიწყეთ?", - წერს ვახო ჭუმბურიძე. იურისტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბანკების შესახებ წერს:

"დაიწყეს ბანკებმა ბინძური თამაში. გადავადებულ სესხებს დაადეს უაზრო საკომისიოები, 6 თვის სიცოცხლის დაზღვევა ეგრევე ჩამომაჭრეს. მოსახლეობის უმეტესობას სესხები აქვს ევროში და დოლარში! შემოსავალი - ლარში. რატომ მაინცდამაინც სექტემბერში დაიწყო ლარმა გაუფასურება?! იმიტომ ხომ არა, რომ სესხების გადახდა დავიწყეთ? კონვერტაციებშიც დიდი ფული იშოვება იმან რაო? მევახშეების სისტემა უნდა გავაუქმოთო? ხო და კიდევ საქართველოს მთავრობა 4%-იან სუბსიდირებას რომ უკეთებთ ბანკებს და ჩუქნით 5 წელი ფულს, მოიკითხეთ მაინც რა ხდება?! მე ვიხდი გადასახადს და ჩემი გადახდილიდან საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ისედაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა იპოთეკური სესხის ასაღებად მე მაინც ვუხდი პროცენტს (5 წელი) უი ხო კინაღამ გამომრჩა, როგორც კი თქვენ გააჟღერეთ რომ 4%-ს ჩუქნიდით, ბანკებმა იპოთეკურ სესხზე ეგრევე აწიეს პროცენტი. ანუ პეტრეს, პავლეს და მაყვალას იგივე პროცენტი გამოსდის, რაც ადრე ჰქონდათ და თქვენ კიდევ 5 წელი ჩემი გადასახადებიდან უნდა ყაროთ ფული", - წერს ვახო ჭუმბურიძე.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2897 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0435 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8812 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.8292 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0520 ლარი შეადგინა.

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა