ავტორი:

ქართული კინოს ტრიუმფი - სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

ქართული კინოს ტრიუმფი - სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მიიღო

სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალმა ქართული კინოს ტრიუმფით ჩაიარა. კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს:

"ქართული კინოს ტრიუმფი სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე!

კინოფესტივალის მთავარი ჯილდო - "ოქროს ნიჟარა" გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს "დასაწყისი"!

და კიდევ სამი მთავარი ჯილდო: დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);

ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი); ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"