ავტორი:

"ბოლნისში, 50 -კაციანი ბანდა პრაქტიკულად, თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა მოსახლეობას", - კახა ოქრიაშვილი

"ბოლნისში, 50 -კაციანი ბანდა პრაქტიკულად, თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა მოსახლეობას", - კახა ოქრიაშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მოსახლეობა არის შეკრებილი. ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. როგორც ის ამბობს, თავდასხმა ჩაიხანაში მოხდა და თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი "ქართული ოცნების“ წევრის, გოგი მეშველიანის ძმაა.

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ეს არის შიშის დანერგვა ხელისუფლების მხრიდან.

"ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50-კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. „ქართულ ოცნებას“ არა მარტო ამ რეგიონში არამედ მთელს საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

"გახარიას ჩემგან დახმარების გარდა არაფერი მიუღია" - რას აცხადებს სკანდალურად ალაპარაკებული სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?

"უი, რას მელაპარაკებით?! აუცილებლად გადავამოწმებ!" - რას ამბობს ნათია თურნავა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"