ავტორი:

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. გენიალური მოცეკვავეების შთამომავალი დასთან ერთად, ღირსეულად აგრძელებს წინაპრების გზას და ანსამბლი "სუხიშვილები“ ისევ ისეთი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს საუკეთესო სცენებს, როგორც ადრე.

ილიკო სუხიშვილი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და ყველაზე ხშირად მასზე ჭორაობენ.

ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.

დარია სუხიშვილი

მოგვიანებით, ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. 2001 წლის აგვისტოში, უბედურება დატრიალდა. ანსაბლი გასტროლზე ვენესუელაში იყო და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

იმ საღამოს მოვლენები ასე განვითარდა: გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ თამბაქო დაუმთავრდათ და სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს. ბარი დაკეტილი დახვდათ და უთხრეს, რომ იქვე, სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ თამბაქოს შეძენა შეეძლოთ. როდესაც ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ, მათ თავს დაესხნენ მძარცველები. ისინი სამნი იყვნენ. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ოთხივეს დაუმიზნა.

მათ ჯიბეები ამოიტრიალეს და აჩვენეს, რომ არავითარი ფული არ ჰქონდათ, მხოლოდ ერთ მეგობარს წაართვეს უბრალო სანთებელა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა გვანცას ხელი წაავლო, რის შემდეგაც, ილიკომ მას ხელი მოხვია და უკნიდან გადაეფარა. ხოლო წინიდან გვანცას ერთ-ერთი მეგობარი გადაფარა. მძარცველებმა სამჯერ გაისროლეს. მიუხედავად, იმისა, რომ გვანცა ორ ადამიანს შუა იყო მოქცეული, ტყვიამ მილიმეტრებში გაიარა და გვანცას მოხვდა. მძარცველები წავიდნენ. ქართველებმა კი ტაქსი გააჩერეს და უმალვე საავადმყოფოში მიიყვანეს დაჭრილი გოგონა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ილიკო სუხიშვილი და გვანცა შერგელაშვილი

მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა. მის ქალიშვილს დარიას, კი ძირითადად ცნობილი მამიდა ნინო სუხიშვილი ზრდიდა. გოგონა ინტერვიუში ამბობდა:

"მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა... ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას."

დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა.

დარია მამის, ილიკო სუხიშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. გოგონას წლების წინ სურდა მოცეკვავე გამხდარიყო. როგორც ჩანს, ოჯახურ ტრადიციას ჯერჯერობით არ მიჰყვება, თუმცა, თბილისში ყოფნის დროს, სულ "სუხიშვილების“ რეპეტიციებზეა და ანსამბლთან ერთად გასტროლებზეც დადის.

"სცენის დიდი შიში მაქვს, როცა სცენაზე დგახარ, ძალიან ნერვიულობ. ყოველთვის მაინტერესებდა ბალეტი, მაგრამ ვიცი, რომ მე ცალკე, როგორც დარია სუხიშვილი ვერ ვიარსებებ“, - განაცხადა დარიამ ზაფხულში თბილისში, საკუთარ გამოფენაზე.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ ილიკო სუხიშვილის მეორე შვილის, ლიზის შესახებ შეიტყო. ლიზიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მამამ წლების შემდეგ გაიგო მისი არსებობის შესახებ. ის დარიაზე რამდენიმე თვით უმცროსია. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.

ლიზი მამასთან ერთად
ლიზი სუხიშვილი

"ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)