ავტორი:

კიმ კარდაშიანი აზერბაიჯანს თავდასხმასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - სომეხი ვარსკვლავი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება

კიმ კარდაშიანი აზერბაიჯანს თავდასხმასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - სომეხი ვარსკვლავი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირებაა და მთიან ყარაბაღში უკვე მეორე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და წარმატებული ეროვნებით სომეხი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი და კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიის როლზე საუბრობს.

"სომხეთი აზარბაიჯანის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ამას თან ახლავს დეზინფორმაციული კამპანია. აზერბაიჯანი ბლოკავს სოციალურ მედიას გარდა იმისა, რომელიც ომის პროპაგანდას ეწევა.

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზომები ტრაგედიის თავიდან ასარიდებლად“, - წერს კარდაშიანი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საომარი მდგომარეობა ამოქმედდა. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. გუშინ საომარი მდგომარეობა შემოიღო სომხეთის მთავრობამაც და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

"თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, პანდემიას გადავლახავთ, თუ არადა, ის ძალიან დიდხანს დარჩება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

კიმ კარდაშიანმა სომეხთა დახმარების ფონდში 1 მლნ დოლარი გადარიცხა - ყველაზე პოპულარული სომეხი თანამემამულეებს მიმართავს

"მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება" -  სერგეი ლავროვი