ავტორი:

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

რუსული გაზეთის "კომერსანტის" («КоммерсантЪ») 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია//რეცენზია, სათაურით: "ძლიერი ქალური "დასაწყისი": ფესტივალის ოთხი ჯილდო ერთმა ფილმმა მიიღო", რომელშიც საუბარია ქართული კინოს წარმატებაზე ქალაქ სან-სებასტიანის (ეპანეთი) კინოფესტივალზე (სტატიის ავტორი - ანდრეი პლახოვი).

"სან-სებასტიანის კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ფილმის ტრიუმფით დასრულდა, რომელსაც "დასაწყისი" ჰქვია. მისი ავტორია ქართველი რეჟისორი ქალი დეა კულუმბეგაშვილი, რომლის სრულმეტრაჟული კინოდებიუტი ერთდროულად ოთხი ჯილდოთი აღინიშნა, მთავარი პრიზის - "ოქროს ნიჟარის" ჩათვლით. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია", - აღნიშნავს ავტორი.

კინოსურათი ფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი; ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი.

"ჟიურის თავმჯდომარემ ლუკა გუადანინომ ქართულ ფილმს "შედევრი" უწოდა, რაც ესოდენ იშვიათია ჩვენს დროში. დეა კულუმბეგაშვილი საქართველოშია დაბადებული, სწავლობდა აშშ-ში, თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მონაწილეობდა კანის კინოფესტივალში. მან ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი ფრანგებთან ერთად გადაიღო... თუმცა "დასაწყისი" ასპროცენტიანი ქართული ფილმია, რომელშიც გადმოცემულია ქართული ტრადიციები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული. იმავდროულად ფილმს თანამედროვე აქტუალური კონტექსტიც აქვს", - ნათქვამია სტატიაში.

ფილმის შინაარსი: გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი "იეღოვას მოწმეების" ლიდერზეა გათხოვილი, ამიტომ მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა "თვით "იეღოვას მოწმეთა" საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

ქეთა თოფურია მეორე შვილს ელოდება - მომღერლის ოჯახური იდილია და სიყვარულის ამბავი

"შევარდნაძემ მკითხა, "ეს რეი ჩარლზი ინაუგურაციების მუსიკოსია, ხო?'' - როგორ ჩამოიყვანეს 90-იანების რთულ პერიოდში ლეგენდარული მუსიკოსი თბილისში, ზაზა შენგელიას მოგონებები