ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L" გიორგი კეკელიძის ახალ გამოწვევას უერთდება

გამომცემლობა "პალიტრა L" გიორგი კეკელიძის ახალ გამოწვევას უერთდება

გამომცემლობა "პალიტრა L" უერთდება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის წამოწყებას, რომელიც წიგნიერების მხარდასაჭერად, მორიგ სახალისო გამოწვევას გვთავაზობს.

მონაწილეობის წესები ასეთია:

უნდა გადაიღოთ ფოტო ნებისმიერ ადგილას: ავტობუსში, მანქანაში, მატარებელში, გაჩერებაზე, თქვენთვის საყვარელ მყუდრო ან თუნდაც უცნაურ ადგილზე;

უნდა ატვირთოთ საკუთარ "ფეისბუქ" კედლებზე ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან;

სასურველია, ფოტოზე ჩანდეთ თავად თქვენ, კითხვის დროს.

გამომცემლობა გამოავლენს ყველაზე ორიგინალურ 2 ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდება მათ გვერდზე და ავტორებს “პალიტრა L-სგან" გადაეცემათ საჩუქრები.

"რადგან კითხვა ამცირებს სტრესს, გვაქცევს მეტად ემპათიურ ადამიანებად და უკეთეს მოსაუბრეებად, გვიუმჯობესებს მეხსიერებასა და აზროვნებას _ გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად წავახალისოთ", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

რას შეიტყობს მკითხველი "დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის" პირველი ტომიდან

TOP 100 პროდუქტზე 50%-მე ფასდაკლება "ბიბლუსისგან"

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხრობს