ავტორი:

დამწვარია ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია - ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

დამწვარია ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია - ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სახანძრო-სამაშველო ძალების მიერ სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე იყო, თუმცა დროული რეაგირების შედეგად ხანძრის გავრცელების შეკავება მოხერხდა.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე“,-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მორიგი რეკორდი - საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისში, კაფე "ბლუმში" ხანძარია

თბილისში, დადიანის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს