ავტორი:

50%-მდე ფასდაკლება 300-მდე დასახელების წიგნზე ,,ბიბლუსისგან’’

50%-მდე ფასდაკლება 300-მდე დასახელების წიგნზე ,,ბიბლუსისგან’’

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს სთავაზობს ,,საშემოდგომო აქციას'', რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ 300-მდე დასახელების წიგნი 50%-მდე ფასდაკლებით, მხოლოდ 29-30 სექტემბერს.

ფასდაკლებული წიგნების სიაშია, როგორც მხატვრული, ასევე შემეცნებითი, საბავშვო თუ ბიზნეს ლიტერატურა. წიგნები მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა. სიაში მოხვდა ისეთი წიგნები, როგორებიცაა:

  • მარგარეტ ეტვუდის ,,ორიქსი და კრეიკი''
  • ჩარლზ დიკენსის ,,დიდი იმედები''
  • ჯოჯო მოიესის ,,მე შენამდე'', ,,შენ შემდეგ'' და ,,ისევ მე''
  • ენტონი ბერჯენსის ,,მექანიკური ფორთოხალი''
  • ელიფ შაფაქის სტამბოლელი ნაბიჭვარი

,,საშემოდგომო აქციის’’ ფარგლებში, ფასდაკლებული წიგნების სიაში არაერთი საბავშვო წიგნი მოხვდა, რომელიც არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება პატარებისთვის და წინ ათობით ახალ საინტერესო ზღაპარს გადაუშლის:

  • ეზოპე 200 იგავი
  • 100 ბიბლიური ამბავი ბავშვებისთვის
  • თოვლის გუნდა წიგნი და უზარმაზარი პაზლი
  • ჩემი საყვარელი ზღაპრები - წითელქუდა და სხვა გმირები

შეგიძლიათ 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ ისეთ მოთხოვნად სერიებზე, როგორებიცაა: ,,ლურჯი ოკეანე’’, ,,ცხოვრება ქალების კალმით’’, ,,პორტალი’’ და სხვ.

ასე რომ, იჩქარეთ. 50%-მდე ფასდაკლებით სარგებლობას "ბიბლუსის" ყველა ფილიალში 29-30 სექტემბერს შეძლებთ.

ფასდაკლებული პროდუქტების სია იხილეთ ბმულზე.

ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს

3 მიზეზი რატომ აკეთებს აქცენტს ბრიტანული ცენტრი ონლაინ სწავლებაზე

ფსიქოლოგების რჩევები: რატომ უნდა დავკიდოთ სახლში ნახატი