ავტორი:

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები

"მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან" - სტოლტენბერგისა და გახარიას შეხვედრა ბრიუსელში და საუბრის დეტალები

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

"უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. - ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორეობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრ სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის სწავლებებში ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ ამაყნი ამისთვის და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში, ნატოს მისიების წარმატებაში. ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ავიატრასების, რადარების მონაცემები, ვითანამშრმლოთ ერთობლივი წვრთნების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებს საქართველოს შემადგენლობაში და მივესლამებით იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. ამ მიმართულებით მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის, შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიაა...

საქართველო ახლაც გადის წინსვლას და მივესალმებით კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს. კარგი ის არის, რომ ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად. ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით.

ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს, ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია, ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატო-ს ალიანსის წევრებისთვისაც.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსთვის, იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში, ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება. ჩვენს მისიებში, საქართველო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო მექანიზმი ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი,“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

"ამ ძალიან პროდუქტიულ შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთვნების წარმატებული ჩატარება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და იმაზე, რომ ეს პაკეტი თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებად არის მიჩნეული.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ, რათა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისთვის მოვემზადოთ. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველოს მზადყოფნას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პრაქტიკული მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს თანამშრომლობაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის ვიწრო პარადიგმაში და ხაზი გავუსვით შავი ზღვის რეგიონის უფრო ფართო განზომილებაში ჩვენს აქტუალურ როლს. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განვიხილეთ და მინდა დიდი მადლობა გამოვხატო ნატო-ს გენერალური მდივნის მიმართ იმ უწყვეტი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი არის გამოხატული. ასევე განვიხილეთ საქართველოს წინსვა ევროატლანტიკური ინერტრაციის გზაზე და დემოკრატიული რეფორმების პროცესში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"პაციენტს ხშირად უწევს, ბრიგადის ლოდინი...  დღის ბოლოს კოვიდის მართვაში კიდევ 4 კლინიკა ჩაერთვება" - ეკატერინე ტიკარაძე

"ბატონი სააკაშვილისთვის მასზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ იქნება სიახლე..." - რა განაცხადა გიორგი გახარიამ დავითგარეჯზე