ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა - "ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი"

საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა - "ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი"

საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 35-ე პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.

82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს, ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი-დან მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შემოიყვანეს.

"პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

მძღოლს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, კორონავირუსი დაუდგინდა - ხობის რაიონის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა" - რას წერს ინფექციონისტი

SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა