ავტორი:

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3120-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

„დამზადებულია საქართველოში“ - კრიტერიუმი რომელიც პროდუქტის ხარისხს განსაზღვრავს

კორონავირუსით გარდაცვლილ  61 წლის ქალს პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა

"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო" - "მთავარი არხის" ჟურნალისტი თავდასხმის დეტალებს იხსენებს