ავტორი:

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას

"ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს" - როგორ ხსნიან ექიმები Covid 19-ით სიკვდილის შემთხვევების მატებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევების მატებას ხსნის.

მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია, თუმცა სტატისტიკა საგანგაშო არაა.

„თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მისი ოჯახისთვის ეს არ არის პროცენტი. ის არის 100%. მე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე საუბარი, მაგრამ თუ საქართველოში, სანამ მატება დაიწყებოდა, პირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე 19 გარდაცვალება დაფიქსირდა, დღეს ამას 4000-ზე მეტი პაციენტი დაემატა. ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის - დათვალოს“, - განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

„მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. პირველ რიგში, არ ხდება შემთხვევების ნახტომისებური მატება და ეს არის დამაიმედებელი ნიშანი იმის, რომ სისტემა ავლენს ინციფირებულებს და მოსახლეობაც იცავს პირველად რეკომენდაციებს, გაცილებით უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ. ასევე, უნდა იმოქმედოს მომდევნო დღეებშიც დამატებით დაწესებულმა რეგულაციებმაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ კორონავირუსის ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

ინფექციონისტის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციის აღმავლობა ცუდ დროს დაიწყო, ვინაიდან ის რესპირატორულ ინფექციებს ემთხვევა. როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, კორონავირუსის და რესპირატორული ინფექციების ზედდება გარკვეულ „პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას“ გამოიწვევს.

„ჩვენთან პიკი ფაქტობრივად არ ყოფილა. ახლა შევედით იმ ფაზაში, რომელიც ევროპის ქვეყნებმა გამოიარეს. როდესაც საუბარია მეორე ტალღაზე, ჩვენ ამ მეორე ტალღაზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ყოფილა. პირველი პიკი ძალიან მდორედ მიმდინარე იყო ერთეული შემთხვევებით. რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში.

რაც შეეხება პერსპექტივას, როგორც სხვა ქვეყნებში ვნახეთ ასეთი პიკური მიმდინარეობით, სწრაფი აღმავლობისას მოსალოდნელია სტაბილიზაცია, უბრალოდ ეს აღმავლობა ჩვენ ცუდ დროს დაგვემთხვა. სეზონია ისეთი, რომ სხვა რესპირატორული ინფექციები მათ შორის გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს ცოტა სიტუაციას იმ მხრივ, რომ ბევრი სიმპტომური პაციენტი იქნება სხვა ინფექციებითაც, რაც გამოიწვევს გარკვეულ პანიკას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას", - განაცხადა ბუწაშვილმა.

როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, თბილისში ვითარება სტაბილურია, აჭარაში ინფიცირების შემთხვევების აფეთქება კი ლოკალური.

„ბათუმში ახალი შემთხვევების აღმავლობა რჩება ისევ აჭარაში. თბილისში, საბედნიეროდ, სტაბილური სიტუაცია გვაქვს, ის პერიოდი გავიდა, როდესაც აჭარიდან თბილისში ჩამოსული ადამიანების ინფიცირების აღმავლობა უნდა გვენახა, თუ იქნებოდა ინფიცირების წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორია. საბედნიეროდ, აჭარის აფეთქება არის ლოკალური, მისი გავრცელება არ შეინიშნება. ცალკეული შემთხვევები, რაც ყველგან გვაქვს, გარდაუვალია“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც პროკურატურას რუკები გადასცა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

მაკა ასათიანის საზოგადოებისთვის უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი ბიზნესმენისგან ჰყავს - ნახეთ, როგორ ერთობა დედა-შვილი