ავტორი:

"მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს" - რას ამბობს ადვოკატი 23 წლის მძღოლზე, რომელმაც რუსთავში, 16 წლის ელენე ბაშარული იმსხვერპლა

"მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს" - რას ამბობს ადვოკატი 23 წლის მძღოლზე, რომელმაც რუსთავში, 16 წლის ელენე ბაშარული იმსხვერპლა

28 სექტემბერს, რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ელენე ბაშარულის სოცოცხლე ემსხვერპლა.არასრულწლოვანი მე-16 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. მძღოლი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილიდან მიიმალა. ის ტრაგედიიდან მეორე დღეს დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 23 წლის ბიჭია.

როგორც ირკვევა, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ის რუსთავიდან ხარაგაულში წავიდა, სადაც 29 სექტემბერს სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა.

დაკავებულის ადვოკატის ნანა ჯახველაძის განცხადებით, "23 წლის კაცი მომხდარს ნანობს და მზადაა პასუხი აგოს".

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მეც და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფიც. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გვსურს, ვთქვათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მან პირველად დაინახა ძაღლი, როდესაც მიხვდა, რომ ადამიანიც ახლდა, გვერდით რუსთაველის ქუჩაზე მანქანა გააჩერა. ფეხით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ასევე სასწრაფო იყო მისული.

მიხვდა, რომ გოგონა არ იყო მიტოვებული და დახმარებას მას ხალხი უწევდა. ძალიან ცუდი კომენტარები მოდიოდა, აღშფოთებული იყო ხალხი, სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი. მშრომელი, პატიოსანი ბიჭია, ავტობაზრობაზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და დღე-დღეზე ელოდება შვილს". იხილეთ სრულად

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"ანა ავტომოყვარული იყო, დრიფტი უყვარდა... იმ დღეს სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო" - მორიგ ავარიას 22 წლის გოგონა შეეწირა

"კაცი მაღაზიაში პროდუქტებზე ჩავიდა და ავტომატით დაცხრილეს" - მკვლელობა ფონიჭალაში