ავტორი:

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სოფელ შროშაში ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რაიონ სოფელ შროშაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში Ambebi.ge - ს განუცხადეს, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სსკ -ის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

"ანა ავტომოყვარული იყო, დრიფტი უყვარდა... იმ დღეს სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო" - მორიგ ავარიას 22 წლის გოგონა შეეწირა

"კაცი მაღაზიაში პროდუქტებზე ჩავიდა და ავტომატით დაცხრილეს" - მკვლელობა ფონიჭალაში