ავტორი:

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი

დღეიდან ამოქმედებული კრიტერიუმების თანახმად, covid-19 -ის მქონე უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭება, ხოლო მცირე სკიპტომების მქონე პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება ნაცხის აღებიდან 13 დღის შემდეგ.

ახალი პროტოკოლის დეტალებზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ AMBEBI.GE-სთან ისაუბრა.

"ამ ცვლილების შემოღების საჭიროება ბინაზე მკურნალობის პროტოკოლის ამოქმედებამ გააჩინა. ახალი გაიდლაინით, ის პაციენტები, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აღენიშნებათ, რჩებიან ბინაზე ან გადადიან კოვიდსასტუმროში. მას შემდეგ რაც გავა 10 დღე, ისინი არ არიან ვალდებული მივიდნენ კლინიკებში და ჩაიტარონ ორჯერ ტესტი კორონავირუსზე. ეს ეხება მხოლოდ უსიმპტომო პაციენტებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ უსიმპტომო და მსუბუქი მიმდინრეობის პაციენტები, ათი დღის შემდეგ არ არიან ვირუსის გამავრცელებლები და გამოჯანმრთელებულად ითვლებიან.

ხაზგასმით ვამბობ, ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ პაციენტებს. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კოვიდპაციენტებს, სამედიცინო დაწესებულებაში კვლავ მოქმედებს კლინიკური მართვის გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც ორჯერადი ტესტირება არის საჭირო პაციენტის გამოჯანმრთელებულად ჩასათვლელად.

ახალ პროტოკოლზე მუშაობდნენ კლინიცისტები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტები და სხვადასხვა კლინიკების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები covid-19 -ის მართვაში" - ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების უფროსი.

ეკა ადამიას თქმით, უსიმპტომო პაციენტები ნაცხის აღებიდან 10 დღის გასვლის შემდეგ თვითიზოლაციას არ საჭიროებენ, ხოლო მცირე სიმპტომების მქონე პაციენტები იზოლაციაში უნდა დარჩნენ ნაცხის აღებიდან 13 დღის განმავლობაში.

"ეს ეხება როგორც ბინაზე, ისე საკარანტინო სივრცეში მყოფ პაციენტებს. ასეთი მიდგომა აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. იცვლება მიდგომები ვირუსთან ბრძოლაში, რასაც ჩვენც ვუწყობთ ფეხს, ცხადია" - აცხადებს ეკა ადამია.

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია

ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ