ავტორი:

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

პედოფილიაში ბრალდებულ 59 წლის მამაკაცს, რომელიც პირველ ინსტანციაში გაამართლეს, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - "საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა"

კახეთში მომხადარ პედოფილიის გახმაურებულ დანაშაულზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 59 წლის მამაკაცს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სსკ- ის 138-ე მუხლით გაასამართლეს - სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

შემზარავი ამბავი 2019 წლის 5 ივნისს გურჯაანში მოხდა. 5 წლის ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილი 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებები სარწმუნოდ არ მიიჩნია და 2020 წლის მაისში გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი გაამართლა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით აღშფოთებული მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ისინი დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. დაზარალებული ბავშის ბაბუა AMBEBI.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მათთვის მოულოდნელი იყო.

"ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ჩამოვდიოდით კახეთიდან და ვმართავდით საპროტესტო აქციებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, იმისთვის რომ ეს მოძალადე მკაცრად დაესაჯათ. მოგეხსენებათ, პედოფილი ბავშის პაპის ძმაა - საკუთარი ძმის შვილიშვილზე იძალადა და კვლავ მათ გვერდით ცხოვრობდა. მე გახლავართ ბავშვი პაპა დედის მხრიდან. იმის გამო, რომ ის მოძალადე თავისუფალი იყო, ბავშვი ძირითადად ჩემთან იყო ამ დროის განმავლობაში. არ ვუშვებდი დედამისთან და მამამისთან, რათა არ შეეხედა იმ მოძალადისთვის და ხელახლა არ მიეღო ტრავმა. ახლა თავისუფლად წავა ბავშვი თავის სახლში. წელს სკოლაში შევიდა, ძალიან მონდომებულია სწავლის მხრივ, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მკურნალობს ფსიქოლოგთან. მოძალადის ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ჩვენ მიწის მათი ნაკვეთის ინტერესი გვქონდა და ამიტომ გამო შარს ვუდებდით და ვაბრალებდით მომხდარს. ახლა კი მიხვდნენ, რა ოჯახის წევრი ჰყოლიათ", - აცხადებს დაზარალებული მცირეწლოვანის ბაბუა.

მას შემდეგ რაც პირველმა ინსტანციამ მოძალადე გაამართლა, საქმეში "საფარი" ჩაერთო. ორგანიზაციის ადვოკატი თამარ ლუკავა AMBEBI.GE -ს საუბარში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატის თქმით, არასრულწლოვანს ექსპერტიზა არ ჩატარებია, რადგან სააპელაციო სასამართლომ საკმარის მტკიცებულებებად ცნო დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებები.

"ხშირი არ არის ისეთი საქმეები, როდესაც სააპელაციო სასამრთლო აუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე იმითაც, რომ განაჩენის მიხედვით, საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები. პირველმა ინსტანციამ სარწმუნოდ არ მიიჩნია თავად დაზარალებულისა და ოქროს მოწმის ჩვენება, რადგან მოწმე იყო 6 წლის, ხოლო დაზარალებული - 5-ის. ასეთ საქმეებში წამრმოუდგენელია არსებობდეს სრულწლოვანი მოწმე, ან თუნდაც არასრულწლოვანი. როგორც წესი, პედოფილიაში ბრალდებულებმა კარგად იციან, როგორ დამალონ დანაშაული ისე, რომ კვალი არ დატოვონ, რადგან ასეთი დანაშაულები მათთვის არ არის პირველი. ჩვენ, ფაქტობრივად, საქმეში გვყავდა ოქროს მოწმე, რომელიც დეტალურად აღწერდა მომხდარს. შესაბამისად, ამ ტიპის საქმეებში უმნიშვნელოვანესია დაზარელებულის ჩვენება და მითუმეტეს, თუ არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ამას ადასტურებს, თუნდაც მცირეწლოვანი. იშვიათია, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა პრეცედენტის თვალსაზრისით", - ამბობს თამარ ლუკავა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც რუისპირში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს