ავტორი:

ადვოკატი, პიანისტი, პრესსამსახურის თანამშრომელი... - ვინ არის 36 ქალი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდა

ადვოკატი, პიანისტი, პრესსამსახურის თანამშრომელი... - ვინ არის 36 ქალი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.

150 კაციან სიაში ბევრი ახალი სახეა. მათგან 114 კაცია და 36 ქალი. მათ შორის არიან, ადვოკატი, პიანისტი, ექიმები და "ქართული ოცნების" პრესსამსახურის თანამშრომელი:

ქეთი დუმბაძე – მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი

ეკა სეფაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ელისო ბოლქვაძე – ქართველი პიანისტი

ირმა ზავრადაშვილი – დიდუბის რაიონის გამგებელი

მაია მენაღარიშვილი – კანცელარიის ოფიციალური ტექსტების მომზადების სამსახურის უფროსი

ანა ბუჩუკური - ადამიანის უფლებათა სამდივნოს დაცვის უფროსი

თამარ ტალიაშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი

ნინო იობაშვილი – ადვოკატი

რიმა ბერაძე – თბილისის საკრებულოს წევრი

მარიამ ბოჭორიშვილი – ბელგიასა და ლუქსემბურგში ელჩის ყოფილი მოადგილე

გენრიეტა წიწავა – "ქართული ოცნების" პრესსამსახურის თანამშრომელი

სალომე ქურასბედიანი - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი

სალომე ჯინჯოლავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსის მოადგილე

ნინო ლაცაბიძე - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

მარიამ თევზაძე – რადიოლოგი

ნინო ჯანიაშვილი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ხატია წილოსანი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან, ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში" - რას წერდა "კვირის პალიტრა" წლების წინ საზღვრის დადგენის პროცესზე?

"მოხდა ის, რისი რისკიც არსებობდა... თქვენი ღალატი გამომივიდა" - ინგლისურის ცნობილ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა