ავტორი:

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და რომელიმე თანამდებობა დაეკავებინა" - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურმა გოგა ბერიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ის აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე ხვალ გეგმავს აჭარაში სტუმრობას.

"ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას და ცხელების ცენტრების მართვას. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცრებულია, რათა გაუწიოს კოლეგებს აჭარაში კონსულტაცია და მართვა.

მაქვს ინფორმაცია ბატონი თენგიზისგან, რომ ის რჩება პარტია "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდაჭერად. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია