ავტორი:

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

ერთი შალახო აკლდათ და შემდეგ ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია". სად არის პროგრამა? - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაციას.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ეს იყო "ისტორიულ სანაგვეში მიმავალი პარტიის რექვიემი", რომელსაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს და არც წინასაარჩევნო პროგრამა გააჩნია.

"ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო სასოწარკვეთილი ადამიანის მიმართვა, რომელსაც ის ერთი ბოლო სათქმელიც არ შემორჩა, რაც ჰქონდა ბოლო არჩევნების დროს, როცა შეეხვეწა ხალხს, ერთი წელი მომეცით და ისე დავალაგებ ამ ქვეყანას, როგორც დაგიბარებიათო, მაშინაც აღარ დააყოლა ევროპას და ამერიკას გავაკვირვებო, როგორ გააკვირვა, კი ვიცით ყველამ - ევროპაც გააკვირვა, ამერიკაც და შოკში ჩააგდო ქართველი ხალხი.

ეს არის ისტორიულ სანაგვეში მიმავალი პარტიის რექვიემი. გზებს დავაგებო, რისი გზების დამგებია, 20-ფურცლიანი ქაღალდი ვერ მოუტანიათ იდეებით ჩამოწერილი. ამიტომ მოიტანონ პროგრამა, მაგრამ მასში რა იქნება? - ისეთივე სიცრუე, რაც გვინახავს. რადგან იმ ფილმით დავიწყე - „დაუკარით, უპატარძლო ქორწილიაო“ - ხალხო, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ,"- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, გუშინდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა იყო ქართველი ხალხისთვის.

"გუშინ პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. ეს არის "ქართული ოცნების" მორიგი სიცრუე და თვალში ნაცრის შეყრა. პროგრამა კი არ წარმოადგინეს, შეეცადნენ თავიანთი 8-წლიანი საშინელი მმართველობის გამართლებას, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში. ილაპარაკეს წარსულზე, 8-წლიან წარსულზე კი არ ილაპარაკეს, რომელმაც უბედურება მოუტანა ქვეყანას, არამედ მთელი დრო დაეთმო 8 წლის წინამორბედი 9-წლიანი წარსულის ძაგებას, ილაპარაკეს 17 წლის წინანდელ ამბებზე. რომელი 17 წელი?

ის მოყევი 17 დღის მერე რა მოხდება და რა ელის ლარს და ფასებს. არც ერთი სიტყვა ეკონომიკაზე, მათთვის ძალიან მწარეა ისეთი ცნება, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა. რომელ ეკონომიკურ ზრდაზეა საუბარი, როცა ამ 8 წლის განმავლობაში სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში იყო ე.წ. ზრდა, სადღაც 2-2.5 პროცენტის ფარგლებში. დააქციეს ეკონომიკა, ქვეყანა წალეკა კორუფციამ და ბიუჯეტის ძარცვამ. გამდიდრდა ივანიშვილი და მასთან დაახლოებული კასტა ბიუჯეტიდან ნაპარავი ფულით და ახლა პარლამენტის სიებში წამოყვეს თავი მეღვინეებმა, რომ კიდევ ერთხელ მოიპარონ ბიუჯეტის ფული. ვერ მოესწრებიან, აქ სხვა პარლამენტი იქნება და სხვა ადამიანები.

სამარცხვინოა, ვერ მოითმინეს ერთი თვე, წინასაარჩევნოდ 25 მილიონი ლარი გამოყვეს ათასი მსუბუქი ავტომობილის შესასყიდად, ეს ხომ ხალხის დაცინვაა? ხალხი მშიერია და ისინი ფიქრობენ კომფორტულად საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე, სამინისტროებისთვის არის ეს ფული გამოყოფილი, მინისტრებს ახალი მანქანები მოუნდათ,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ქართულმა ოცნებამ" გუშინ საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

"სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას, სამხედრო ტვირთი არ დაფიქსირებულა" - რა განცხადებას ავრცელებს შემოსავლების სამსახური

"კვირას ათენში თანამემამულეებს ვხვდები... ივანიშვილმა კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს პროვოკაციის მოწყობა" - სააკაშვილი

"ღარიბაშვილი, ეგ უგვანო და უწიგნური კაცი, რა გარეჯზე მელაპარაკება, საერთოდ იცის რა არის გარეჯი?" - გიგი უგულავა