ავტორი:

"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?

"გიას ნახვა იშვიათობა გახდა... ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები" - რა დაუმალა ოჯახს თაკო ტაბატაძემ და რა სიახლეა მის კარიერულ ცხოვრებაში?

თაკო ტაბატაძე ოთხი გოგონას დედაა, მაგრამ იდეალურად გამოიყურება. ასწრებს ყველაფერს, თავის მოვლას, სწავლას, გადაღებებში მონაწილეობას. წარსულში მოცეკვავე საზოგადოებისთვის ცნობილი გია ბაღაშვილზე დაოჯახებით გახდა, თუმცა ახლა მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. გახდეს ცნობილი მსახიობი - ამ ოცნების ასრულებასთან უკვე ძალიან ახლოს დგას. იღებენ სერიალებში, ჩააბარა თეატრალურ უნივერსიტეტში და რაც მთავარია, წინ დიდი გეგმები აქვს და დარწმუნებულია რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს...

- თაკო, გუშინ უმცროსკლასელებისთვის სწავლა გუშინ დაიწყო, თქვენი გოგონების ემოციებზე მოგვიყევით...

- ჩვენი დილა დიდი მხიარულებით დაიწყო. ჩემი ორი უფროსი გოგონა სკოლაში წავიყვანე, თუმცა ოთხივე ჩართული იყო მზადებაში. ვინაიდან გია თბილისში არ არის, მე ვიკისრე ეს მისია ჩემს უმცროს შვილებთან ერთად. ძალიან მოენატრათ მეგობრები, მასწავლებლები. პატარები გულდაწყვეტილები წამოვიყვანე ჩვენ რატომ არ გვაქვს ბაღიო. აი, ასე შეაყვარა პანდემიამ ჩემს შვილებს სკოლა და ბაღი. (იცინის)

- თქვენი საქმიანობის შესახებ მოგვიყევით, როოგრც ვიცი, ბევრი სიახლე გაქვთ...

- მიუხედავად სირთულეებისა და გლობალური პრობლემებისა ეს წელი მაინც დადებითად დამამახსოვრდება, რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. გავხდი კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრი და პანდემიის გამო დღემდე ველოდები ჩემს ნანატრ წითელ დიპლომს (იცინის). გარდა ამისა, ჩავაბარე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე, საშემსრულებლო მიმართულებით. ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც კი არ იცოდნენ, მხოლოდ შვილებს გავანდე საიდუმლო. ჩემი გოგონები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და საოცრად მეხმარებოდნენ გამოცდისთვის მზადების პროცესში. პატარების მოვლაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას მე რომ მშვიდად მემეცადინა.

- სერიალშიც გამოჩნდით, როგორ მოხვდით "დიდი ოჯახში"?

- ძალიან გამიხარდა როდესაც შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო ამ სერიალში. ძალიან დიდი გამოცდილება და სიამოვნებაა, როდესაც ასეთი პროფესიონალების გვერდზე გიწევს მუშაობა. ამას წინ უძღვოდა უცხოურ პროექტში მონაწილეობა, რომელის მეორე სეზონის გადაღება ამ ეტაპზე პანდემიის გამო შეჩერებულია. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ გადაღებები მალე განახლდება.

- შეგიძლიათ დეტალები მოგვიყვეთ ამ გადაღებებზე?

- ეს იყო უცხოური პროექტი, მძაფრსიუჟეტიანი სერიალი. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა საქართველოში. იგეგმებოდა Neflix ზე მისი გაშვება და მეორე სეზონის გადაღება, თუმცა პანდემიის გამო შეფერხდა.

- ინფლუენსერიც ხართ და ძალიან ლამაზი და საინტერესო ინსტაგრამ გვერდი გაქვთ...

- დიდი მადლობა, მიხარია თქვენი შეფასება. ვინაიდან მუდმივად მქონდა შემოთავაზებები ამ მიმართულებით, გადავწყვიტე ეს აქტივობაც შეძლებისდაგვარად შემეთავსებინა. ამ ეტაპზე ველოდები საზღვების გახსნას, რადგან, რამოდენიმე უცხოური ბრენდისგან მივიღე სარეკლამო შემოთავაზება, რომელის გადაღებები სავარაუდოდ ერთ კვირას გასტანს.

- ვიცი, რომ მეუღლე ძალიან გეხმარებათ, თუმცა მაინც როგორ ასწრებთ ამდენი შვილით, წარმატებული კარიერით, მუდმივად კარგად გამოიყურებოდეთ?

- დიდი მადლობა. ჩემთვის ის ფაქტი, რომ ჩემი საქმიანობა შვილებისთვის სასიხარულოა უდიდეს სტიმულს მაძლევს. როდესაც მათი საყვარელი სერიალიდან დამირეკეს, არაფერი ვუთხარი. ერთად ვისხედით და ვუყურებდით. ჩემმა გამოჩენა მათთვის ისეთი სიურპრიზი იყო სიხარულისგან ხტუნავდნენ. რაც შეეხება ფიზიკურ ფორმას, მე და ჩემი გოგონები ვცეკვავთ, რაც ჩემთვის უდიდეს სიამოვნებასთან ერთად ფორმის შენარჩუნების საშუალებაცაა. როცა დრო მაქვს ვვარჯიშობ კიდეც და ვცდილობ ჯანსაღი პროდუქტები იყოს ჩვენს რაციონში.

- გიას წვლილი როგორია საოჯახო საქმეებში?

- გიას იმდენად დატვირთული რეჟიმი აქვს უკვე დიდი იშვიათობა გახდა მისი ნახვა (იცინის). ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალურად შევითავსო საოჯახო საქმეები, თუმცა დამხმარეც გვყავს. მუდმივად გვერდში მიდგანან ჩემი მშობლები. დედას უდიდესი ამაგი აქვს ჩემი პატარების მოვლასა და აღზრდაში.

- ცოტა ხნის წინ მის ცხოვრებაშიც საინტერესო სიახლე მოხდა და საავტორო გადაცემა დაიწყო "იმედზე..."

- ძალიან მიხარია მისი წარმატება და იმედი მაქვს მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გაუძღვება. პატარებს ძალიან უყვართ მამა და ყველაზე მეტად ელოდებიან მის მოსვლას.

- დედამთილ-მამათილთან თქვენი ურთიერთობის შესახებ მოგვიყევით, ვიცით, რომ თქვენ ცალკე ცხოვრობთ...

- დიახ, პატარებს ძალიან უხარიათ ზაფხულობით საგურამოში ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. გიას დედა არაჩვეულებრივი მზარეულია და ჩემს გოგონებს ძალიან უყვართ ბებიას გაკეთებული კერძები.

- ვერ ავცდებით მნსოფლიო პანდემიაზე საუბარს, რამდენად მძიმედ შეეხო თქვენს ოჯახს კარანტინის პერიოდი... რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ყოველდღიურობაშ?

- მიუხედავად რთული პერიოდისა, ვცდილობ ამ მდგომარეობას პოზიტიურად შევხედო. ვინაიდან გადაღებებისა და უცხოური პროექტების რაოდენობა ძალიან შემცირდა, რაც ჩემს სამსახიობო კარიერას აზარალებს, გამიჩნდა უამრავი დრო რომელიც შემიძლია მთლიანად ჩემს პატარებთან გავატარო. ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ დედის სითბო, რაც მათი მომავლისთვის ემოციური დასაყრდენი იქნება.