ავტორი:

მეწყერში მოყოლილი ბავშვის წიგნები, მედლები და დიპლომები - უმძიმესი ფოტო სოფელ ჯოჭოდან

მეწყერში მოყოლილი ბავშვის წიგნები, მედლები და დიპლომები - უმძიმესი ფოტო სოფელ ჯოჭოდან

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერში მოყოლილი მამა-შვილის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, მაშველებმა ბავშვის წიგნები, მედლები და დიპლომები იპოვეს.

ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.

ცოტა ხნის წინ მათ ქალის ცხედარი იპოვეს, ასევე ნაპოვნია ორი ახალგაზრდას ცხედარი, რომლებიც მეწყერში მოყოლილ ავტომობილში ნახეს.

"120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან. აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები”, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

"დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით საავადმყოფოში მოხვდა... გადარჩენაც რეალურია, დამეხმარეთ" - რას წერს მაკა რაზმაძე

ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა