ავტორი:

"დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების ნახვა" - პროკურორი განმარტავს, რა ეწერა შაქარაშვილის დედის წერილში

"დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებულების ნახვა" - პროკურორი განმარტავს, რა ეწერა შაქარაშვილის დედის წერილში

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი, საკმაოდ ემოციურია.

როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, შალვაშვილმა წერილში ბრალდებულებთან დაკავშირებით მისი პოზიციაც დააფიქსირა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გააჟღერა, რომ მიღებული იყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოხატავდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა პოზიცია და ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - 6 არასრულწლოვნის მიმართ მათთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ასეთ მოცემულობაში ჩვენების მიცემა.

ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც ისაუბრა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მის მიერ იყო განხორციელებული. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ბრალდებულების სატელეფონო ნომრების დეტალური ინფორმაცია, ეს არის შემავალ-გამავალი ზარები, რომლითაც დადასტურდა თითოეული პირის მოქმედება, მათი გადაადგილება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ წარდგენილი ბრალი საფუძვლიანია და მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი ბრალდების მხარეს ჰყავდა. თუმცა, შალვაშვილის წერილის შემდეგ, ის პროკურატურამ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა. შემდეგი სასამართლო 5 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

"წერილში განმარტავს, რატომ არ სურს სასამართლოში გამოცხადება" - გიორგი შაქარაშვილის დედამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხის პოლიციამ დააკავა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმალვა სცადა