ავტორი:

"უკეთოსობისკენ მივდივარ, მიყვარხართ!" - რომელი მედიკამენტით მკურნალობენ ინფიცირებულ ტრამპს და რას წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე"

"უკეთოსობისკენ მივდივარ, მიყვარხართ!" - რომელი მედიკამენტით მკურნალობენ ინფიცირებულ ტრამპს და რას წერს პრეზიდენტი "ტვიტერზე"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

"ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!,"- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, "რემდესივერით" მკურნალობენ.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა "რემდესივერით" დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს", - აღნიშნა კონლიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რამდენიმე საათის წინ პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო

კასეტური ბომბები, დიალოგი პუტინსა და ფაშინიანს შორის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში - რა ხდება ყარაბაღში ომის მე-10 დღეს

1 დაღუპული და 590 დაშავებული - საპროტესტო აქციები ყირგიზეთში და დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის (ფოტოები)