ავტორი:

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

რომელ რეგიონებში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები და რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაცვლილ პაციენტებზე?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 57.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, აქედან მართვით სუნთქვაზეა 33.

"აჭარაში 360 ახალი შემთხვევაა, თბილისში-57, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, იმერეთში- 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 ახალი შემთხვევა გვავს, გურია-5, მცხეთა-მთიანეთი-3, სამცხე-ჯავახეთში-1",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.

როგორც მარინა ენდელაძე აღნიშნავს, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

"ერთი გარდაცვლილი პაციენტი აჭარაშია, მეორეზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი აჭარაში გარდაცვლილი პაციენტი ასაკოვანი მამაკაცია მძიმე თანმხლები დაავადებებით", -განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3992-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 48-მდე გაიზარდა.

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - "ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი დამარცხებულია"

ქუთაისში კორონავირუსი საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ - სკოლა კვლავ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

"გადავაყვანინე თავი საავადმყოფოში...მთავარია, რომ მაინც გამოძვრები", - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე