ავტორი:

"გავუფრთხილდეთ ადამიანს! - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"გავუფრთხილდეთ ადამიანს! - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უნდა ვიშრომოთ სხვა ადამიანებისთვის და ეს შრომა უკან დაგვიბრუნდება.

„ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. გავუფრთხილდეთ ადამიანს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ ცხოვრების დღეები ადამიანს. ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს „სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა“, - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ ხუთი გვარი დალოცა: ჩალაძეები, აჩუაშვილები, გერსამიები, ჩუთლაშვილები და შაკიაშვილები.

„ღმერთმა ინებოს რომ სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, - განაცხადა პატრიარქმა.

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

"პრეპარატი "რემდესივირი" უკვე საქართველოშია" - ეკატერინე ტიკარაძე