ავტორი:

"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

"ვრცელდება "ფეიქნიუსები", თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა აზერბაიჯანში" - ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში შეაქვთ იარაღი, არის დეზინფორმაცია და სიცრუე.

მისივე განმარტებით, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე.

„ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია არის ცალსახა, რაც გაჟღერდა კიდეც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელ სხდომაზე. საქართველო შეაჩერებს ნებართვის გაცემას სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე ორივე ქვეყნის მიერ, ამასთან ეს არ შეეხება სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს და ამ მიმართულებით საქართველო გააგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, როგორც მესამე ქვეყნების მიმართ, ასევე ჩვენი მეზობლების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ სოციალურ სივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია და ფეიქნიუსები, თითქოს საქართველოს გავლით ხდება იარაღის გადატანა. სულ ახლახანს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანში მოხდა იარაღის შეტანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც არის ცალსახად დეზინფორმაცია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ყველას და მათ შორის სომხურ მხარეს, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციებს.

„მინდა მოვუწოდო სომხურ მხარეს, მთელ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამასთან მინდა მივმართო ყველას, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ“, - განაცხადა დარსალიამ.

"შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც მძიმე პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს" - პრემიერი

"ეს არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"