ავტორი:

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

"უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... მოპედით ავარიაში მოყვა", - "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდის წევრი გარდაიცვალა

"დღეს დილით, მძიმე ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრი დათუნა (დათუბა) გამყრელიძე. ის 18 სექტემბერს ავტოავარიაში მოყვა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მწუხარებას გამოხატავს. მშვიდად განისვენე, საყვარელო მეგობარო,“ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის ოფიციალურ გერდზე "ფორმულა კრეაქტივის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

Ambebi.ge "ფორმულა კრეატივის“ პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა.

ირაკლი საღინაძე:

- უბედური შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. დათუნა მოპედით მოძრაობდა და ავარიაში მოყვა, რაღაც მანქანა დაეჯახა... მას მერე 2 კვირის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა. სერიოზულად იყო დამტვრეული, მაგრამ იმედები გვქონდა... თითქოს გამოძვრა კიდეც სიტუაციიდან, მაგრამ გაითიშა... დღეს სამწუხაროდ, გარდაიცვალა... უმძიმეს დღეში ვართ ყველანი, უკარგესი ადამიანი, მეგობარი დავკარგეთ... ყველანი შოკში ვართ...

- ის თქვენი გუნდის ტექნიკური ჯგუფის წევრი იყო?

- გამნათებელი, მაგრამ ეს სიტყვა ბოლომდე არ გამოხატავს იმ ყველაფერს, რასაც დათუნა თავისთავად წარმოადგენდა როგორც ჩვენი გუნდის წევრი, ისე - ადამიანი... ის "ფორმულა კრეატივის“ აქტიური და საყვარელი წევრი, მეგობარი იყო და ისეთი კარგი, რომ მეტი არ შეიძლება... არსებობს თანამშრომლების კატეგორია, რომელიც არის შენი ძმაკაცი და ისეთიც, რომელიც უბრალოდ მუშაობს და პატივს სცემ როგორც პროფესიონალს, მაგრამ ეს პროფესიონალიც და ხომ ვამბობ, უსაყვალესი მეგობარიც იყო... არ ვიცი, რა ვთქვა... არადა, ჯერ კიდევ გუშინ იმედიანად ვიყავით... დათუნას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა...

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა - როგორი ქორწილი ჰქონდა ბუბა მირცხულავას და ვინ არის მისი რჩეული (ფოტოები)

"ეს ის მაიაა, ნუციკოს რომ მოეწონებოდა“ - მაია ასათიანის მოკლე, შავი თმა და შეცვლილი იმიჯი საზოგადოების განხილვის თემად იქცა (ფოტოები)

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე