ავტორი:

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ერევანში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა ინტენსივობის ბრძოლა მიმდინარეობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტიური შეტაკებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში გრძელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელები ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობენ.

ამასთან, სომხური მხარე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მინგეჩაურის წყალსაცავი დაბომბა.აღნიშნული ინფორმაცია გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით კი, აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, 24 ადამიანი გარდაიცვალა და 111 დაიჭრა. ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მძიმე ტექნიკის გამოყენებით, აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად, 27 სექტემბრიდან დღეს 15:30 საათამდე პერიოდში დაღუპულია 24 და დაჭრილია 111 სამოქალაქო პირი“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ზარალი მიადგა 49 სამოქალაქო ობიექტსა და 248 საცხოვრებელ სახლს.

"ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, ვინ ვინ არის. ჩვენ მათ ძაღლებივით ვაძევებთ! აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მათ ძაღლებივით დევნიან! აზერბაიჯანის დროშა აღმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე! მათი პოსტები ჩვენს ხელშია! ჩვენ მათ ტანკებს ვმართავთ! მათი სხვა იარაღები ჩვენს ხელშია, მათი სატვირთო მანქანები ჩვენს ხელშია!“ - ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება 27 სექტემბრიდან განახლდა.

ჰუმანიტარული ზავის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ - რა ცნობებს ავრცელებენ მხარეები

"საქართველო უკვე ახლა უნდა შეუერთდეს ნატო-ს, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის" - რაზე საუბრობს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლი?

"აზერბაიჯანი სოფლებს "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ბომბავს" - არაღიარებული მთიანი ყარაბაღი