ავტორი:

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია დროებით შეწყვიტა

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - ტიტე აროშიძემ საარჩევნო კამპანია დროებით შეწყვიტა

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს.

როგორც ტიტე აროშიძე ჟურალისტებთან აცხადებს, მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და თავად პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება.

მისი განცხადებით, ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარა და ტესტის პასუხი უარყოფითია.

"კორონავირუსის დამახასითებელი სიმპტომების გამო, ჩემ შვილს კვლევა ჩაუტარდა, მას ერთი კვირის წინ ტემპერატურა დაუფიქსირდა.

ბოლო პერიოდში ოჯახისგან დისტანციურად ვიმყოფებოდი. კორონავირუსზე კვლევა მეც და ჩემმა მეუღლემაც ჩაიტარა, არცერთს არ დაგვიფიქსირდა. ჩემს შვილს რაც შეეხება, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ბავშვი ბინაზე მკურნალობს ექიმის მეთვალყურეობით.

მე და რესან კონცელიძე პერიოდულად ტესტებს ვიტარებთ, რადგან ჩვენს ამომრჩევლებთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და მათ წინაშე პასუხსიმგებლობა გვაქვს",- აცხადებს აროშიძე.

რა დეტალები ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილ ორ პაციენტზე - "გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება"

კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან, 416 აჭარაში დადასტურდა - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი - საქართველოში კორონავირუსისგან 375 პირი განიკურნა