ავტორი:

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

მოემზადე სკოლისთვის - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის და შევაჩვიოთ მეცადინეობას

თამაშით სწავლა - ეს ის მიდგომაა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია სასწავლო პროცესში თამაშიც ჩართეს. რადგან კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, რომ თამაში ბავშვისთვის სწავლის ყველაზე კარგი საშუალებაა. საქართველოში ეს მიდგომა ნელ-ნელა ვითარდება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის გამომცემლობებსაც, რომლებიც ამზადებენ არაერთ სპეციალურ წიგნსა თუ კრებულს და ბავშვებს სწავლაში ეხმარებიან.

ქართულ ბაზარზე გამომცელობა “პალიტრა L” გამორჩეულია ამ მიმართულებით და მუდმივად აქტიურად მუშაობს, ამ ასაკის ბავშვებისთვის შექმნას სპეციალური სერიები, მაგალითად როგორიცაა: „მოემზადე სკოლისთვის“, „ვისწვალოთ შინ“ , (თვლა,ფერები,რიცხვები, მათემატიკა, ლოგიკური მსჯელობა), „ვიმეცადინოთ არდადეგებზე“. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი წიგნები განსაკუთრებით აქტუალურია სკოლის დაწყებამდე პერიოდში, რადგან ბავშვები მეტ-ნაკლებად ეჩვევიან სწავლას, ვარჯიშს, წესრიგს. შემდეგ კი სკოლაში მეცადინეობა აღარ უჭირთ.

აღნიშნული წიგნები მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება, მაგალითად, იმაში, რომ წაიკითხონ ინსტრუქცია და გაიგონ, რა მოეთხოვებათ, ან მოემზადონ ციფრებისა და ასოების გამოსაწერად, მიეჩვიონ ელემენტარულ მიმატება-გამოკლებას. უფრო პატარებს კი მოტორიკის განვითარებაში ეხმარება.ყოველდღიურად მსგავსი დავალებების შესრულების შემდეგ ბავშვები სკოლაში სწავლას, დავალებების შესრულებას მიეჩვევიან და რეჟიმში ყოფნა აღარ გაუჭირდებათ, სწავლის პროცესი კი სახალისო და მარტივი იქნება.

გთავაზობთ ინ წიგნების ჩამონათვალს, რომელიც თქვენს პატარებს ნამდვილად მოეწონებათ:

სუპერჭკვიანის წიგნები - სხარტად რომ ვიაზროვნოთ;

სუპერჭკვიანის წიგნები - გავივარჯიშოთ მეხსიერება;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვემზადებით წერისთვის;

სუპერჭკვიანის წიგნები - ქართული ანბანი და პირველი სიტყვები;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვკითხულობთ დამარცვლით;

სუპერჭკვიანის წიგნები - ვავარჯიშებთ ყურადღებას;

მოემზადე სკოლისთვის - რიცხვები და ფიგურები;

მოემზადე სკოლისთვის - სახალისო მათემატიკა 4-6 წელი;

მოემზადე სკოლისთვის - ქართული ანბანი;

მოემზადე სკოლისთვის - თავსატეხები სუპერჭკვიანებისთვის;

მოემზადე სკოლისთვის - ინგლისური ანბანი;

მოემზადე სკოლისთვის - მათემატიკური თავსატეხები;

მოემზადე სკოლისთვის - ცხოველები და მათი შვილები;

მოემზადე სკოლისთვის - მოდი, მიმატებით დავიწყოთ;

მოემზადე სკოლისთვის - მოდი, გამოკლებით დავიწყოთ;

მოემზადე სკოლისთვის - მოდი, გამრავლებით დავიწყოთ;

მოემზადე სკოლისთვის - მოდი, გაყოფით დავიწყოთ;

ვისწავლოთ შინ - მათემატიკა;

ვისწავლოთ შინ - მათემატიკა და ლოგიკური მსჯელობა;

ვისწავლოთ შინ - რიცხვები;

ვისწავლოთ შინ - თვლა;

ვისწავლოთ შინ - ფერები.

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?

წიგნები, რომელთა მიხედვითაც Netflix-ის ეკრანიზაციები შეიქმნა

"თანამედროვე ტოლკინის“ ჯორჯ მარტინის „ღამეში მფრენნი“ უკვე წიგნის მაღაზიებშია