ავტორი:

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე

"ვდარდობ მოხუცზე, სახლიდან რომ ვერ გაასწრო და დედაზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილთან რომ დარჩა" - რას ჰყვებიან ადგილობრივები ყარაბაღის ვითარებაზე

ერთ კვირაზე მეტია, ყარაბაღის რეგიონსა და სომხეთ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, მორიგი შეიარაღებული სამხედრო დაპირისპირება აქტიურ ფაზაშია. ბოლო ცნობებით, აზერბაიჯანულმა არმიამ 27 წლის განმავლობაში პირველად შეძლო სამხედრო სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლა და სადავო რეგიონსა და მის გარშემო პოზიციები გააძლიერა. იმავდროულად, სომხურმა მხარემ განჯასა და სხვა ქალაქებზე საჰაერო შეტევა განახორციელა...

ყარაბაღის რეგიონსა და მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ორივე მხრიდან განხორციელებულ ცეცხლს, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანული მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. სომხურ-აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ინფორმაციის დამალვასა და გაყალბებაში ადანაშაულებენ, ისევე, როგორც კონფლიქტის ესკალაციაში.

გამწვავებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მხარე ვარაუდობს, რომ ასეთ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა არ იკვეთება. მსხვერპლი კი, სამწუხაროდ, ორივე მხარეს ყოველ წუთას იზრდება, მათ შორის, სამშვიდობოებისაც, რომლებიც ადგილობრივთა თქმით, საარტილერიო შეტევებს ეწირებიან.

AMBEBI.GE შეეცადა ვითარება შიგნიდან დაენახა. სომხური და აზერბაჯანული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლები ჰყვებიან, რა ვითარებაა მათ გარშემო:

ტარონ ბატოიანი:

- სტეფანაკერტში ჩემი ნათესავები ცხოვრობენ... როგორც კი ეს ამბები დაიწყო, მათ გამოსაყვანად წავედი. ყველანი ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო, შემდეგ ვითარება ისევ დამშვიდდებოდა და ისევ დაბრუნდებოდნენ. თუმცა, რაც იქ ხდება ჩვეულებრივ მასშტაბური ომია... ჯერ კიდევ პირველ დღეებში იყო საარტილერიო თავდასხმა, რასაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის, აზერბაიჯანული მხრიდან. როგორც კი ყარაბაღს ვუახლოვდებოდი, გუგუნის ხმების მატულობდა, აქა-იქ დატვირთული, მსუბუქი მანქანებიც შევნიშნე, შეშინებული მგზავრებით. საშინელი სანახავი იყო, 30 წლის წინ ნანახი კადრები თვალწინ გამიცოცხლდა. ითქვა, რომ მამაკაცებმა არ დატოვეს სახლ-კარი და სომეხ ჯარისკაცებს შეუერთდნენ.

ყარაბაღთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, არტილერიის ჭურვი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა და იქაურობა გამაყურებელმა გუგუნმა და შავმა ბოლმა დაფარა... ქუჩებში ჭურვების ნამსხვრევები ეყარა. ჩემი ნათესავები სამშვიდობოს ჰყავდათ გამოყვანილი, თუმცა დარდობდნენ, ვერაფრის წამოღება მოვასწარით, ხელში რაც მოგვხდა იმით წამოვედითო... თითქმის 30 წელია იქ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, როგორც თავად ამბობენ, საომარ ვითარებაში ყოფნას, ასე თუ ისე შეჩვეული არიან, მაგრამ ახლა აქაურობა გამუდმებით იბომბება.

რაც შეუქმნიათ, აშუენებიათ, უწვალიათ, გაუკეთებიათ, ყველაფერი დაანგრიეს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ომს კარგი არასდროს არაფერი მოუტანია, უკვე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე მოზარდის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი სახლში, რაღაც ნივთის შესატანად შებრუნდა, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით დამანგრეველი დაბომბვა მოჰყვა... ცხადია, ყველაფერი ამით არ დასრულდება. მით უფრო, რომ ჩვენ ახლა აზერბაიჯანს კი არა, თურქეთს ვებრძვით, რომელსაც ტერორისტი-ჯიჰადისტები უმაგრებენ ზურგს. იქაურობას რომ ვნახულობდი, სირიის ომის კადრები მახსენდებოდა.

არცრუნ ოვანესიანი:

- აზერბაიჯანული ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია გაჰყვირის, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნადგურდება, რაც არის ტყუილი და უსინდისო პროვოკაცია. არწახის (ყარაბაღის რეგიონი) პრეზიდენტი აცხადებს, რომ სტეფანაკერტის, მადტუნი, ადრუგისა და სხვა დასახლებულ პუნქტების მოსაზღვრედ, მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესვრიან, თუმცა აზერბაიჯანს თავის მოსახლეობა საერთოდ არ ადარდებს და მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანაზე არც ზრუნავს, რათა შემდეგ სპეკულიაციისთვის გამოიყენოს, თუ როგორ უსწორდება სომხური არმია უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას.

აზერბაიჯანულ მხარის თანახმად, ისინი წინ მიიწევენ. კერძოდ, მათ მიერ "გათავისუფლებულია" ქალაქი ჯაბრაილი, რომელიც მათი სუვერენული ტერიტორიის ნაწილია, რომელიც წლებია, მთიან ყარაბაღთან (იგულისხმება ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია) ერთად სომხეთის სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იყო. მათივე ცნობით, აზერბაიჯანულმა არმიამ ჯაბრაილის მიმდებარე 7 სოფელიც აიღო. მათი შეიარაღებული ძალების მოქმედებების ანალიზი იმაზე მოწმობს, რომ ისინი ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში დასახლებული პუნქტები ესკალაციის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად იბომბება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოვიდა.

ქემალ ალიევი, აზერნაიჯანელი ინტერნეტმომხმარებელი:

- ტანკები შემოიყვანეს და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, მერე კი სატელევიზიო გამოსვლებში სიამაყით აცხადებდნენ, დიდი დანკარგი აქვს მოწინააღმდეგესო... სიმაღლეებიდან გვიშენდნენ მძიმე ტექნიკით. დავინახე როგორ შერბოდნენ სახლებში ადამიანები, თუმცა ცეცხლის ალი დასახლებული პუნქტის მხარესაც ჩამოვარდა და ძლიერი დაბომბვებისგან ისეთი შავი კვამლი ჩამოწვა, არ ვიცი, გადარჩნენ თუ არა...

ფაშისტებზე აქამდე წაკითხული მქონდა, ახლა მათ ვხედავ - განჯას Точка-У -ს რაკეტები დაუშინეს. არადა იქ სომხებიც ცხოვრობენ. დაჭრილებიც კი ჰყავთ. სომხეთის ხელისუფლება აგონიაშია. არც იმ ოჯახების ბედი ვიცი, რომლებიც საკუთარი მანქანებით ცდილობდნენ სამშვიდობოს გამოსვლას. აზერბაიჯანულ მხარეს რომ დაეგეგმა ეს თავდასხმა, სულ მცირე თავის მშვიდობიან მოსახლეობას გააფრთხილებდა და გაიყვანდა. თან გარკვეულ სიმაღლეებს აკონტროლებდნენ და რუსეთის დახმარების იმედიც ჰქონდა. ფაშინიანს ჰგონია, თუ რუსეთის მტერს შეუტევს, ის მას ყველაფრით დაეხმარება, მაგრამ არ გამოუვიდა.

დენინ სუფიევი:

- ჯარისკაცი იბრძვის იმისთვის, რისთვისაც სამხედრო ფორმა ჩაიცვა, მაგრამ მშვიდობიან ადამიანს, რომელიც მიწას ამუშავებს და სახლ-კარს უვლის, არაფერი დაუშავებია, არც ერთ მხარეს. თუმცა, სომხეთის პროვოკაციულმა ქმედებებმა, ორივე მხარე დააზარალა. ადამიანები ამდენი წელი იქ ასე თუ ისე ცხოვრობდნენ, ერთ დღეში გამთენიისას კი გახსნილი მასირებული ცეცხლით, იქაურობა ჰაერში აწიეს... მათმა არაზუსტმა დარტყმებმა სომხებიც დააზარალა, მაგრამ მე ჩემს ხალხზე ვდარდობ, იმ მოხუცზე, რომელმაც სახლიდან ვერ გამოასწრო, ან დედაზე, რომელმაც ცეცხლმოკიდებულ კორპუსში შვილები არ დატოვა და მათთან დარჩა... ვფიქრობ, რეალურ მსხვერპლზე... ზუსტი ინფორმაცია არცერთ მხარეს არ აქვს, ან აქვთ და არ ამცელებ, თუმცა, სანდო უფრო პირველი ვერსია მგონია.

ყველამ იცის, რომ სომხეთს ძალიან უჭირს, ასეთ რთულ ბრძოლებში, ახალწვეული ჯარისკაცები ეხოცებათ, რომელთა ასაკი 20 წელს არ სცდება, თუმცა ფაშინიანის კლანი ძალაუფლების დაკარგვის შიშით, უკან არ იხევს... სომხეთის ტელევიზიებში ჯერ კიდევ ურაპატრიოტიზმის ზეიმია, ვიღაც მუსიკოსი ამბობს, რომ დუდუკით წავა ბრძოლის ველზე. ასეთი დამოკიდებულების გამო აქვთ 4 000-მდე დეზერტირობის შემთხვევა, შეიარაღებულ ძალებში. ხალხი, უბრალოდ, ადამიანები, რომელთაც მხოლოდ მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, ყოველთვის საბრალოა.

ფოტოები: ზარუჰი ბატოიანია

"სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა

ყარაბაღში ცეცხლს 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შეწყვეტენ - რაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი?