ავტორი:

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს

კომპანია "ჯი-თი მოტორსი“ ტვ პირველის ტყუილს პასუხობს

კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ გუშინ ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასპასუხობს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს:„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტვ პირველის ეთერში, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში 19სექტემბერსა და 3 ოქტომბერს გასულ სიუჟეტებს, რომლებშიც საუბარი იყო კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ მხრიდან თბილისის მერის, კახა კალაძისათვის ავტომობილების ჩუქებაზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსს“ თბილისისმერისთვის „ლენდ როვერ დეფენდერი“ და „ფორდ რაპტორი“ არ უჩუქებია. კახა კალაძემ „ლენდ როვერ დეფენდერი“ გაიყვანა იჯარის ხელშეკრულებით, ხოლო „ფორდ რაპტორი“გაყვანილი ჰყავდა ტესტ დრაივზე. ამ ფაქტების დასადასტურებლად, "ჯი-თი მოტორსმა" ტვ პირველს მიაწოდა ყველანაირი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც 3 ოქტომბრისსიუჟეტში არ გაჟღერებულა. ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულიდოკუმენტაცია გაასაჯაროვოს.

2020 წლის 27 აგვისტოს, ანუ სიუჟეტის მომზადებამდე და ეთერში გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, კახა კალაძემ კომპანია „ჯი-თი მოტორსთან“ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა. ამის დასტურად, წარმოვადგენთ წერილს, რომელიც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა გაუგზავნა კახა კალაძეს. წერილში ჩანს, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერი 2020 წლის27 აგვისტოს კახა კალაძეს აწვდის იჯარის ხელშეკრულებას.

გარდა ამისა, ვასაჯაროებთ სადაზღვევო პოლისსაც, რომელსაც კომპანია, ზოგადად, ყველასაიჯარო ხელშეკრულების დადებისას აფორმებს. აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებსიჯარის ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ავტომობილის ღირებულებას. პოლისით დასტურდება, რომ კახა კალაძის ავტომობილის ღირებულება არა 94 000, არამედ 55 000 ევროა. აღნიშნული დოკუმენტაცია 25 სექტემბერს მივაწოდეთ ტვ პირველსაც.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ამ დრომდე დოკუმენტს არ ვასაჯაროებდით, რადგან ისშეიცავს კლიენტის პირად ინფორმაციას. თუმცა, 24 სექტემბერს, კახა კალაძემ თავად საჯაროდ ისაუბრა „ჯი-თი მოტორსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რითაცსაშუალება მოგვეცა, აღნიშნული დოკუმენტები მედიისა და საზოგადოებისთვის წარგვედგინა.

რაც შეეხება, ავტომობილის ფასის განსაზღვრას: ავტომობილის ფასს, უპირველესად, განსაზღვრას მისი აღჭურვა. ორი ავტომობილი, შესაძლოა, იყოს ერთი და იმავე ფერის,თუმცა, განსხვავდებოდეს აღჭურვით და, შესაბამისად, განსხვავდებოდეს ფასითაც. ესდეტალი „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემის ჟურნალისტს სატელეფონო საუბრისასაც განუმარტა, როდესაც მან კომპანიაში მომხმარებლის სახელით დარეკა.

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გამოაქვეყნა საუბრის არასრული ჩანაწერი, რომელიც ვერასახავს სრულ სურათს. იმისათვის, რომ საზოგადოებამ ობიექტურად აღიქვას საუბარი დ აარ დაეყრდნოს მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩანაწერს, ვასაჯაროებთ „ჯი-თი მოტორსის“ გაყიდვების მენეჯერსა და ტვ პირველის ჟურნალისტის სატელეფონო საუბრის სრულ ვერსიასაც.

გაყიდვების მენეჯერი განმარტავს, რომ კონკრეტული მოდელის ზუსტი ფასის შესახებინფორმაციის მისაწოდებლად, მას სჭირდება ავტომობილის ვინ კოდი. ასევე, ის ჟურნალისტს აწვდის იმ მომენტში „შოურუმში“ არსებული ოქროსფერი „ლენდ როვერ დეფენდერის“ ფასს და აღნიშნავს, რომ იმავე ფერის მოდელი ცოტა ხნით ადრე გვყავდა სხვადასხვა აღჭურვისა და ფასის. ამ დეტალზე გაყიდვების მენეჯერი საუბრობს 2:00 წუთიდან.

ტვ პირველის სიუჟეტში საუბარი იყო ავტომობილ „ფორდ რაპტორზეც“. ხაზგასმით გვინდააღვნიშნოთ, რომ მანქანა ეკუთვნის კომპანიას. „ფორდ რაპტორი“, რომელიც ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემის გადამღებმა ჯგუფმა კახა კალაძის ეზოში დააფიქსირა, ტესტ დრაივის ავტომობილია.

ტესტ დრაივ ავტომობილის დანიშნულებაა, მომხმარებელმა გამოსცადოს ის, ნახოს მისიშესაძლებლობები და მიიღოს ინფორმაცია, რამდენად კომფორტულია კონკრეტულიმოდელი მისთვის. ეს მიღებული პრაქტიკაა საავტომობილო ინდუსტრიაში. თუმცა, არც ერთმომხმარებელს „ჯი-თი მოტორსი“ არ ავალდებულებს ტესტ-დრაივ ავტომობილის რეკლამირებას. რაც შეეხება პერიოდს, ეს დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილსა და ავტომობილზე არსებულ მოთხოვნაზე. ტესტ დრაივი, შესაძლოა, გაგრძელდეს ერთ საათს,რამდენიმე დღეს, ან რამდენიმე კვირას. რიგ შემთხვევებში, როცა ჩვენთან მომხმარებელს გარკვეული სერვისის მისაღებად მოჰყავს საკუთარი ავტომობილი და ველოდებით საზღვარგარეთიდან ნაწილის ჩამოსვლას, ტესტ დრაივის ავტომობილს მას 1 თვის განმავლობაშიც კი ვატანთ.

კახა კალაძემ ტესტ დრაივზე ავტომობილი გაიყვანა 8 სექტემბერს და დააბრუნა 16 სექტემბერს. „ფორდ რაპტორის“ კომპანიისთვის დაბრუნებიდან მეორე დღესვე, ავტომობილი ტესტ დრაივზე რამდენიმე დღით სხვა მომხმარებელმაც იმავე პირობებით გაიყვანა. ამის დასადასტურებლად, წარმოგიდგენთ "შეთანხმებას სადემონსტრაციოავტომობილის სატესტო მართვის შესახებ", რომელიც გაფორმდა"ჯი-თი მოტორსსა" და კახაკალაძეს შორის.

აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსის“ გუნდმა 25 სექტემბერს ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემას მიაწოდა ყველანაირი ინფორმაცია „ფორდ რაპტორის“ ტესტ დრაივით გაყვანისდა „ლენდ როვერ დეფენდერის“ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ასევე, ოფისში მისულ გადამღებ ჯგუფს აჩვენა სწორედ ის ავტომობილი, რომელიც მათ კახაკალაძის სახლის ეზოში გადაიღეს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტვ პირველისმიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ თბილისისმერიასთან რაიმე სახის კორუფციულ გარიგებაში შევიდა, ან ტენდერში გამარჯვებისსანაცვლოდ, რომელიმე მაღალჩინოსანს რაიმე სახის საჩუქარი გადასცა, სიცრუეა.ტენდერთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია საჯაროა და მისი გადამოწმება

ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - http://www.procurement.gov.ge/“

"არ შეიძლება მძევლად აყვანის გამართლება ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება... ასე იწყება ტერორიზმი!" - ნინო ლომჯარია

"ძალიან უპრობლემო თანამშრომელი იყო..." - რას ამბობენ "ფაბრიკაში", სადაც ლევან ზურაბიშვილი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობა მძევლების ნაწილმა დატოვა