ავტორი:

გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე - "ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ''

გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე - "ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ''

უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილი ის ღვაწლი, ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში მწვანე ზონების არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რა თქმა უნდა, ამ ხელწერის გამომსახველი მაგალითი არ არის მხოლოდ ცენტრალური პარკი. შეგვიძლია გავიხსენოთ ბათუმის ბოტანიკური პარკი, თბილისის ბოტანიკური პარკი, დენდროლოგიური პარკი, ახლა ცენტრალური პარკი და არ უნდა დაგვავიწყდეს მთაწმინდის გამწვანების პროექტი. ეს ყველაფერი ეკოლოგიური კომპონენტის გარდა შეიცავს ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას, გვექნება ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან იმიტომ, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც საქართველოც და მსოფლიოც ებრძვის ამ გამოწვევას, ყველა კარგად ვხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს. ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა გახარიამ.

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ამის შესახებ პარკის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

თბილისის მერის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო.

კახა კალაძის ინფორმაციით, პარკი დღეში 11 000-მდე სტუმარს მიიღებს. მისივე თქმით, პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი და ამისათვის შესაბამისი სივრცეები გამოიყოფა.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

დაპირისპირება ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან  - დაკავებულია 2 პირი

"არავის შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე...აბა, თქვენ იცით" - მიხეილ სააკაშვილი

"გააგრძელეთ ასე მუშაობა!" - კახა კალაძე "ოცნების" აგიტატორებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის