ავტორი:

"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძემ განმარტა, რომ მისი პარტიის წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ, მაგრამ მხოლოდ თბილისში მათ სახელზე 100 000-ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.

„ქალაქ თბილისის მერი იცავს საბანკო მონოპოლიებს იმიტომ, რომ წილი მისდით იქიდან. ჯამურად 100 000 ლარი ჩვენზე არის გამოწერილი და ჩვენც გამოვწერეთ დედაქალაქის მერის სახელზე, მაგრამ მთავარია რას შეეხება ეს ყველაფერი?! ეს შეეხება საპენსიო სესხებზე პროცენტის ჩამოწერას. ჩვენ 80 000 ხელმოწერა უკვე შევაგროვეთ და ვასაბუთებთ, რომ ჩვეულებრივი მონოპოლისტია „ლიბერთი ბანკი“, რომელსაც აქვს კაბალური პირობები პენსიონერებისთვის. პენსიონერი რომ მივიდეს სხვა თუნდაც მიკროსაფინანსოში უბრალოდ მას უზრუნველყოფის დადება არ შეუძლია, რადგან მას პენსია ერიცხება „ლიბერთი ბანკში“ და მაგალითად ძროხა დააგირავა, ამას უკვე 21%-ად აძლევენ სესხს და „ლიბერთი ბანკში“ 36%-ია სესხებზე. ამაზე ვაგროვებდით ხელმოწერებს მთელ საქართველოში და 100 000 ლარამდე მარტო თბილისშია გამოწერილი ჯარიმა ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ეს არის პირდაპირი ხელშეშლა. გვაქვს ბანერ-კარავი, რომელსაც მოხალისეები დადგავენ, აგროვებენ ხელმოწერებს, მერე აიღებენ ამ კარავს გადაიტანენ სხვა ადგილზე და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ კარვის გამო გამოიწერა ჯარიმები, მაგრამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადეს დასკვნები, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლება და ეს მანიფესტაციის კანონით რეგულირდება და აქ არ არის არანაირი დარღვევა. მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად. მას პირდაპირ ვამბობ და ხელს ვადებ, რომ მას პასუხი მოსთხოვა სწორედ ბანკებმა, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესი იმიტომ, რომ ამას ექნება ძალიან დიდი გამოხმაურება პენსიონერების მხრიდან და არამარტო პენსიონერების მხრიდან. ჩვენ ეს დავასაბუთეთ, რომ ეს არის უკანონო, მონოპოლია მისცა ხელისუფლებამ „ლიბერთი ბანკს“, მონოპოლია ხელში აქვს ჩაგდებული „ლიბერთი ბანკს“, რამდენსაც უნდა იმდენს გამოწერს პროცენტს და ახდევინებს პენსიონერებს ამას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, გუშინ მერიის წინ გამართულ აქციაზე პოლიცია ახალგაზრდებს „ეკაჩავა“.

„გუშინ იყო სიმბოლური აქცია, სადაც მივიდნენ ის ადამიანები ვინც ხელმოწერებს აგროვებდნენ და ასევე ლიდერები და განაცხადის შეტანა უნდოდათ მერიაში, თუ რატომ გვიწერთ ამ ჯარიმებს და რატომ იქცევით ასე უკანონოდ, პოლიცია მოვიდა და პირდაპირ ვაცხადებ, რომ პოლიცია მიდიოდა ახალგაზრდებთან და „აკაჩავებდა“. საოცრებაა, ჯიბგირებად გადაიქცნენ და ამაზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოთქვა ჩვენმა ახალგაზრდული ფლანგის ლიდერმა, რის შემდეგად დაიწყეს ადამიანების დაკავება. საბოლოოდ განაცხადიც შევიტანეთ და ეს დაკავებული ადამიანებიც გავათავისუფლებინეთ. კატასტროფაში ვართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლები დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას.

„ჩემი პრემიერ-მინისტრობის მიზანი არის ის, რომ საქართველოში გლობალური სიკეთეები მოვიტანო. რა უნდა პრემიერს კაბინეტში?! მე ვაპირებ, რომ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. აღარ უნდა იყოს კომუნისტური კაბინეტები, რომლებშიც გაფხორილი არის ეს პრემიერ-მინისტრი და რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის...

ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან გასული რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი?! მარტო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიებები, „დრესკოდით“ მოსული, მეტალოდეტექტორებში გატარებული ადამიანები და ჩაწყობილი შეხვედრები. როდის გაიარეს ბოლოს ხალხში, რომ საერთოდ იცოდნენ ხალხს რა სჭირდება?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, ბაზარშიც უნდა მიდიოდეს, ქუჩაშიც უნდა დადიოდეს და ადამიანი მასთან უნდა მიდიოდეს და ეუბნებოდეს, რომ მე ეს მიჭირს და აღარ იქნებოდა ისეთი მოწყვეტილი, როგორიც დღეს არის რეალობას. დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" თბილისის მერიასთან გამართული აქციისა და მისი რამდენიმე მონაწილის დაკავების თაობაზე დღეს შეკითხვა დაუსვეს თბილისის მერს, კახა კალაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ''არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ''.

''პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას შეხვდნენ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები გააცნონ და მათ ხელს არავინ უშლის. არსებობს კანონები, წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ'', - განაცხადა კახა კალაძემ.

"ბატონი ელისაშვილი თვითლუსტრაციას აღარ საჭიროებს, შემდეგში შეუძლია კობახიძესთან ერთად ჩაატაროს ბრიფინგი" - გიგა ბოკერია

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძეზე - დაუკრეფავში ნუ გადავა! არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს